ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით კულტურისა და ჯანდაცვის მინისტრებს მოუსმენენ.
“პარასკევს იგეგმებოდა ინტერპელაცია მათ შორის პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, განათლების მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან – მხოლოდ ერთთან ხერხდება ინტერპელაციის წესით მოსმენა ეს იქნება ჯანდაცვის მინისტრი იქიდან გამომდინარე, რომ სხვები არიან აშშ-ში ვიზიტით გაეროში დაგეგმილ შეხვედრებთან და ღონისძიებასთან დაკავშირებით და ეს ინტერპელაციები გადაიწევა. საქართველოს პარლამენტი მოუსმენს ჯანდაცვის მინისტრს და პარასკევს იქნება ეს მოსმენა… სავარაუდოდ ხუთშაბათს იქნება კულტურის მინისტრის მოსმენა.”
კომენტარები