მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება და მისი შესრულების პროცესი, რომელშიც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება. ასევე, ვისაუბრეთ სპიკერის დაგეგმილ ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც მას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება, ეს იყო ჩემი ვიზიტის მიზანი დღეს.
როგორც ვიცი ამჟამად ორი კანონპროექტია შეტანილი პარლამენტში, მე ვიფქრობ,პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დისკუსიები მიმდინარეობს. მე ახლა არ გავაკეთებ კომენტარს ამ პროექტებში არსებულ დეტალებზე და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთად მუშაობას, და იმას, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე წავიდეს წინ”, – თქვა კარლ ჰარცელმა.
კომენტარები