• რეკლამა
  • კონტაქტი
13:29, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პანკისის ხეობის ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის საგანგებო განცხადება

ალია ავტორი - ალია
20:56 01-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

პანკისის ხეობის ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა, რამდენიმე წუთის წინ, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი საგანგებო განცხადება გაავრცელა და მას მხარდაჭერა დაუდასტურა.

„პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი სრულ მხარდაჭერას ვუდასტურებთ მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივ ბრძოლას, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენის საკითხში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პანკისის ხეობის მიმართ დანაშაულებრივი სახელმწიფო პოლიტიკის წარმოება დაიწყო შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში და ყოველი შემდგომი ხელისუფლება საკუთარი ინტერპრეტაციებით აგრძელებს ამ გზას. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა პანკისელი საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა და ჩვენ პანკისელები უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ვიმყოფებით მუდმივი მორალური და ფიზიკური რეპრესიების ქვეშ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის სახელით.

ჩვენ კოლექტიურად წართმეული გვაქვს საკუთარი სიმართლის დადგენის ან საზოგადოებისთვის მისი გაზიარების შესაძლებლობა. თითქოს, უკვე მივეჩვიეთ კიდეც იმ გარემოებას, რომ პანკისთან დაკავშირებულ საქმეებზე ხეობაში ერთი სიმართლეა, ხოლო ტელევიზიებით სხვა სიმართლეს ვისმენთ და თითქმის დავიჯერეთ ისიც რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულება არის არ ვისაუბროთ ჩვენს წილ სიმართლეზე. ვახა მაჩალიკაშვილი უკიდურესად გამწარებული მამა აღმოჩნდა, პირველი პანკისელი, რომელიც წინა გამოცდილებისგან განსხვავებულ გზას დაადგა და გადაწყვიტა, რომ ამ სახელმწიფოში ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილებისა, მიუხედავად ყველა სხვა გარემოებისა, აქვს უფლება საკუთარი წილი სიმართლე გაუზიაროს პანკისს მიღმა თანამოქალაქეებს და სამართლებრივი გზით იბრძოლოს სამართლიანობის მისაღწევად.

ვახა მაჩალიკაშვილი არის ის პანკისელი, რომელიც საკუთარი მხრებით ატარებს არა მხოლოდ თემირლანის, არამედ ყველა ჩვენთაგანის უთქმელ სიმართლესაც. სისტემა პანკისელ ვახას ძალადობრივი ენით ელაპარაკება, რადგან მას არ აქვს სხვა გამოცდილება ჩვენთან სასაუბროდ. სისტემა ბრაზობს ჩვენზე და ბრალს გვდებს იმის გამო რომ ხმა ამოვიღეთ. სისტემა ძველებურად ცდილობს ჩაახშოს ჩვენი ხმა და ყველაზე მინიმალურს, სასამართლოში დავის საშუალებასაც არ გვაძლევს ჩვენსავე სახელმწიფოში და მიგვითითებს სტრასბურგზე. სამაგიეროდ, ტელეეკრანებიდან უწყობს სასამართლოს ყველა პანკისელს და ჩვენი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას გვართმევს იმ სივრცეში, სადაც ჩვენზე მსჯელობენ და განგვიხილავენ.

ობიექტური სასამართლოს მიღმა, ჩვენი წილი სიმართლის მოსმენა არ სურს არც პარლამენტარების უმრავლესობას და მიგვანიშნებენ რომ ახლა ჩვენი დრო არ არის, რომ გავჩუმდეთ. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სასოწარკვეთილი მდგომარეობა არის არა მხოლოდ ამ ოჯახის და პანკისის ხეობის ტრაგედია, არამედ ეს შემთხვევა ცხადყოფს იმ ხელისუფლების თუ სისტემის ბუნებას, რომელიც მართავს ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ გვჯერა რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დასრულებით ვერ დამთავრდება ეს საქმე .

გვჯერა, რომ ჩვენს ღირსეულ თანამოქალაქეებთან ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას, მივაღწევთ სამართალს და შევქმნით ისეთ გარემოს სადაც ყველა ჩვენთაგანის ღირსება თანასწორად დაცული იქნება კანონის და სამართლის წინაშე. ჩვენ გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებთ თემირლანის ოჯახს და ყველა ჩვენს თანამებრძოლს სამართლიანობისთვის ბრძოლაში“

თეგები: მაჩალიკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved