• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პანდემია ორჯერ გვკლავს. თავიდან გაიძულებს მოკვდე იზოლაციაში, საყვარელი ადამიანებისგან შორს”

ალია ავტორი - ალია
13:46 03-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

როდესაც ახლობელი ადამიანი კვდება, მასთან დამშვიდობება ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ კორონავირუსმა ადამიანებს ამის შანსიც არ დაუტოვა. „პანდემია ორჯერ გვკლავს. თავიდან გაიძულებს მოკვდე იზოლაციაში, საყვარელი ადამიანებისგან შორს და შემდეგ ისევ არავინაა გვერდით“, – ჰყვება მილანში რიტუალური მომსახურების ხელმძღვანელი ანდრეა ჩერატო.

სიკვდილი იზოლაციაში

კოვიდ-19-ის მსხვერპლები იზოლირებული ბოქსირებულ განყოფილებებში კვდებიან, სადაც არ უშვებენ არც ახლობლებს, არც მეგობრებს. ბოქსირებულ განყოფილებაში ვიზიტი გავრცელების საშიშროების გამოა აკრძალული.

მედიკოსები აცხადებენ, რომ ვირუსი არ გადაიცემა პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ვირუსი შეიძლება მის ტანსაცმელზე რამდენიმე საათი ცოცხლობდეს, ამიტომაც ცხედრებს ჰერმეტულად ახვევენ.

„იმდენი ადამიანი გვირეკავს და გვთხოვს, რომ ვანახოთ მომაკვდავი ერთხელ მაინც, მაგრამ ეს აკრძალულია“, – ამბობს ლომბარდიის სარიტუალო დარბაზის ხელმძღვანელი მასიმო მანკასტროპი.

გარდაცვლილი პაციენტის გამოწყობა თავის საყვარელი ტანსაცმელში, შეუძლებელია. ყველას ერთი და იმავე საავადმყოფოს ტანსაცმლის კრძალავენ. „ჩვენ გარდაცვლილის ტანსაცმელს ზემოდან ვდებთ, რომელსაც ოჯახი გვაწვდის – თითქოს აცვიათ“, – ჰყვება მანკასტროპი.

„გამოსავალი მხოლოდ ნდობაა“

ამჟამინდელ უპრეცენდენტო სიტუაციის გამო, ადამიანების დასაფლავებაზე მთლიან პასუხისმგებლობას მესაფლავეები და მღვდელი იღებენ, რადგან ხშირ შემთხვევაში გარდაცვლილის ნათესავები თვითონ იმყოფებიან იზოლაციაში.

„ჩვენ ვუგზავნით ოჯახების სასახლეების ფოტოებს, რომელშიც მათ ახლობელს ჩავასვენებთ. ჩვენ თვითონ გამოგვყავს ცხედარი კლინიკიდან, შემდეგ ვასაფლავებთ, ან კრემაციას ვუტარებთ. მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ გვენდონ“, – განმარტავს რიტუალური მომსახურების ხელმძღვანელი.

თუ ადამიანი სახლში გარდაიცვალა, მესაფლავე სპეციალური ეკიპირებით მიდის: სათვალეები, ნიღაბი და ხელთათმანები. BBC-ის ცნობით, დაკრძალვის მომსახურების სფეროს ბევრი წარმომადგენელი თავად იმყოფებიან იზოლაციაში და დამცავი რესურსები უმთავრდებათ.

დაკრძალვების აკრძალვა

იტალიაში მკაცრი კარანტინის ფონზე, ეკლესიებში რიტუალების ჩატარება აკრძალული. კათოლიკური ქვეყნისთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.

25 მარტის მონაცემებით, იტალიაში კოვიდ-19-ისგან 7 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. ბერგამოში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, სასაფლაოები გაივსო, რის გამოც სამხედროების გამოძახება გახდა საჭირო, რომლებმაც ახალი სასაფლაო გააკეთეს.

Колонна грузовиков с гробами в Бергамо

პრაიმტაიმი, წყარო: BBC

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved