ოზურგეთში, იტალიიდან ჩასულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია და ღამით ქუჩებში სეირნობდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ შეტყბინება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შევიდა.
„არც ქალი უარყოფს ფაქტის. ის გვიან ღამით ქუჩაში სასეირნოდ გასულა. არ ყოფილა თავშეყრის ადგილებში. ეს ქალბატონი იტალიიდან მარტში ჩამოვიდა. ამ ეტაპზე ჯანმრთელია. სავარაუდოდ კარანტინში გადავიყვანთ“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ.
წყარო და ფოტო – ესპერსონა
კომენტარები