• რეკლამა
  • კონტაქტი
08:41, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოზურგეთის მერიამ ოკუპანტების საწინააღმდეგო ბანერი მოჭრა – ბანერი “გურიის მოამბეს” ეკუთვნოდა

ალია ავტორი - ალია
20:20 05-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
555

ბანერი, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი რეკლამა იყო განთავსებული ოზურგეთის მერიამ უკანონოდ მოჭრა. ბანერი ადგილობრივ ონლაინ მედიასაშუალება “გურიის მოამბეს” ეკუთვნოდა.

მედიასაშუალების ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ უკრაინის მხარდაჭერისთვის სჯის, რადგან მმართველი პარტიის ზეწოლა სხვადასხვა სახით 1 წლის წინ დაიწყო, როცა ონლაინ მედიამ რეგიონში უკრაინას ამ ჟესტით მხარდაჭერა გამოუცხადა.

ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება ამ მეთოდს მიმართავდა, “გურიის მოამბის” წარმომადგენლების თქმით, სახელისუფლებო მედია სხვადასხვა დროს გაკეთებული სიუჟეტებით მათ გაშავებას ცდილობდა, თითქოს შპს-ს ფინანსური დავალიანება ჰქონდა, რაც “გურიის მოამბის” მიერ წარდგენილი საგადახდო დოკუმენტებით გაბათილდა.

თანამშრომლების თქმით, ამის შემდეგ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერიამ ბრალი დასდო 1 285 ლარის დავალიანებაში და საურავის სახით 5 ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა, დღეს დილით კი დამატებით 10 000 ლარი.

“მერიამ, უკანონო ბრძანებებით, უკანონო განკარგულებებით მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს აქვს დადგენილება ყველაფრის შეჩერებისა, მოიყვანა  სპეცსამსახური და სურს მოჭრა ამ ბანერის და გურიის მოამბის საკუთრებაში არსებული ყველა ბანერის, რომელიც “ღია საზოგადოება საქართველოს” ფონდის დაფინანსებით გაკეთდა. ეს არის არნახული უკანონობა, მაგრამ ყველაზე მეტად, ეს არის კრიტიკული მედია და იმის მრცხვენია, რომ ეს არის შურისძიება უკრაინის მხარდაჭერის გამო” – ამბობს “გურიის მოამბეს” ხელმძღვანელი, ლადო მენაბდე მთავარ არხთან.

 

გურიის მოამბის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებმა ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვეს.

თეგები: ავთანდილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved