23:29, ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024

ოვსიანიკოვა ვაცლავ ჰაველის პრემიით დაჯილდოვდა – “უკრაინელებო, გვაპატიეთ თუ შეგიძლიათ…”

უკრაინელი წარმოშობის რუსი ჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით შევიდა, ვაცლავ ჰაველის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა.

ოვსიანიკოვამ Twitter-ზე დაწერა, რომ ამ ჯილდოს რუსეთის შეჭრის შედეგად დევნილი უკრაინელების დასახმარებლად გამოიყენებს.

“შეუძლებელია ტირილის გარეშე შეხედო იმ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ახლა კარვებში ცხოვრობენ. ძვირფასო უკრაინელებო, გვაპატიეთ თუ შეგიძლიათ…” – დაწერა მან.

შეგახსენებთ, ოვსიანიკოვამ პირდაპირი ეთერი შეაჩერა ახალი ამბების მიმდინარეობის დროს, მას ეჭირა ბანერი წარწერით “არა ომს”.

 

 

პრიზს HRF-ის გარდაცვლილი თავმჯდომარის, ვაცლავ ჰაველის სახელი ეწოდა. ის ხელმძღვანელობდა არაძალადობრივ რევოლუციას, რომელმაც საბოლოოდ გაათავისუფლა ყოფილი ჩეხოსლოვაკია კომუნისტური მმართველობისგან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი