• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კოვიდგადატანილი ადამიანები მეორედაც დაინფიცირდნენ, მესამედაც და მეოთხედაც და დაიღუპნენ კიდეც” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
20:37 09-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე:

– პირდაპირ ვიკითხავ, სწორია, თუ არა მოსაზრება, რომ კოვიდგადატანილს უკეთესი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე აცრილს?

– მე არ ვიცი, ეს ფორმულირება რას გულისხმობს, მე ვიცი ის, რომ კოვიდგადატანილი ადამიანები მეორედაც დაინფიცირდნენ, მესამედაც და მეოთხედაც და დაიღუპნენ კიდეც. ვიცი ასევე ისიც, რომ ბრიტანეთში 98,8 პროცენტი გარდაცვლილთა არ იყო აცრილი.

– კიდევ ერთი ექიმი იმასაც წერს, რომ ერთ-ერთი ახალი კვლევის მიხედვით, ფაიზერის დოზებს შორის 28 დღეზე მეტი ინტერვალით, უკეთ მოხდა ანტისხეულების გამომუშავება. მე რატომ ავიცერი, აბა, 28-ე დღეს? რატომ არ იცვლება, მაშინ აცრის პროტოკოლი? და საერთოდ, ახლა იმას გვეუბნებიან ამით, რომ ვინც 28 დღეში აიცრა მეორე დოზით, იმას ისეთი კარგი იმუნიტეტი აღარ ექნება?

– ასეთი კველევები ათასობით ტარდება და ჩატარდება, კი, ითქვა, ერთ-ერთი კვლევით, რომ 3 თვის ინტერვალით, უკეთესში შედეგს შეიძლება მივაღწიოთო, მაგრამ რას ამბობს მწარმოებელი? მწარმოებელი გვეუბნება, რომ მეორე დოზა უნდა გავიკეთოთ 21-28 დღეს, მივყვეთ მწარმოებლის რჩევას, თორემ, ასეთი ექსპერიმენტები და კვლევები კიდევ უამრავი ჩატარდება. ჩვენ კიდევ კარგა ხანს გვექნება კოვიდი, იქნება ახალი მუტაციები, იქნება ახალი ვაქცინები, ახალი წამლები, კაი ხანს იქნება კოვიდი ჩვენ გვერდით და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად, ისე, როგორც ცხოვრობს და მართავს ევროპა, თუ ისე, როგორც საქართველოს რეალობაა დღეს, როცა დღეში 50-მდე ადამიანი გვეღუპება. ყოველ 5 თვეში იქნება აფეთქება, ესეც ცნობილი ფაქტი იყო, სამწუხაროდ, მეოთხე აფეთქება არა და არ დასრულდა და რატომ? – პასუხია არჩევნები. ისიც ცნობილია, რომ მეხუთე აფეთქებაც აუცილებლად გვექნება. ვაქცინაციით, პირბადის (და მოდით ვთქვათ, ჩვენ უკვე გაქვს ქვეყანაში ფხაკაძის სამედიცინო პირბადე ხელმისაწვდომ ფასად), დისტანციის დაცვით, ჰიგიენით შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად უსაფრთხოდ და დარჩეს კოვიდი, როგორც სეზონური გრიპი. ჯერჯერობით, საქართველო ამას ვერ ახერხებს. სიმართლე ისაა, რომ ხალხი არჩევნებს შევწირეთ! დამნაშავეა ყველა, მათ შორის ოპოზიციაც, ყველა პარტიაა დამნაშავე, ვინც არჩევნებში იღებს ახლა მონაწილეობას და დადგება დრო, მათ ამისათვის პასუხისგება მოუწევთ. თავიდან, როცა ვთქვი, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, თითქოს ცოტა ხნით ამყვა ოპოზიციური პარტიები, ომბუდსმენიც გამოვიდა არჩევნების გადადების მოთხოვნით, მერე რა მოხდა? მმართველმა პარტიამ თქვა, არაო – და ოკ! მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვიცი პოლიტიკა, მე ვარ ჯანდაცვის ექსპერტი და ვიცი, რომ ჯანდაცვის კუთხით, დამღუპველია ქვეყნისთვის ახლა არჩევნები და წინასაარჩევნო აქტიურობა.

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved