• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” ყოფილი დეპუტატის ბიზნესინტერესები და მოგებული ტენდერები -TI სუს-ს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
20:35 06-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

პარტია „ქართული ოცნებიდან”, 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრისა და ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯუმბერ იზორიას ეკონომიკური ინტერესები ჩხოროწყუში -„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” კვლევა გამოაქვეყნა. 

კვლევის მიხედვით, იზორიასთან დაკავშირებულია ორი ბიზნესინტერესი – ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება და ავტომობილების შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების ბიზნესი.

“ჩხოროწყუში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მომსახურებას კომპანია შპს „თოგენი” ახორციელებს.

შპს „თოგენი” 2017 წლის დეკემბერში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 80% წილს ჯუმბერ იზორიას მეუღლე, ლელა ვახანია ფლობს, 20% წილის მფლობელი და დირექტორი კი ჯუმბერის ძმა, ვეფხვია იზორიაა.

შპს „თოგენმა”  მსუბუქი ავტომობილის, მიკროავტობუსისა და მსუბუქი სატვირთოების (M1, M2, N1 კატეგორიები) ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაცია 2018 წლის ივნისში მიიღო. აღსანიშნავია, რომ „თოგენი” ერთადერთი კომპანია იყო ჩხოროწყუდან, რომელმაც ცენტრს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მიღების მიზნით მიმართა. 

აკრედიტაციის ცენტრის ინფორმაციით, შპს „თოგენმა” 2018 წლის ივნისიდან დღემდე 13,622  ავტომობილის ინსპექტირება ჩაატარა”,- წერია ” საერთაშორისო გამჭირვალობის” კვლევაში.

“მეორე ბიზნესი, რომელიც ასევე ჯუმბერ იზორიასთანაა დაკავშირებული, არის ჩხოროწყუში, კოსტავას ქუჩაზე, შპს „თოგენის“ მიმდებარედ მდებარე ავტომობილების შეკეთების ცენტრი და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ინდმეწარმე ცაბუ გოგუაა. იზორიასთან მის კავშირზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ცაბუ გოგუას სახელით ჯუმბერ იზორიას ძმა, ვეფხვია იზორია მონაწილეობს, რომელიც, ოფიციალურად გოგუას მინდობილი წარმომადგენელია.  ცაბუ გოგუას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან 8 შემთხვევაში, ასევე 58 გამარტივებული შესყიდვიდან 36 შემთხვევაში ხელშეკრულებებს ხელს სწორედ ვეფხვია იზორია, როგორც ცაბუ გოგუას წარმომადგენელი აწერს.

გოგუამ 2012 წლიდან დღემდე 166,900 ლარის ღირებულების 13 ტენდერი მოიგო, ამავე პერიოდში კი 91,807 ლარის 58 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 257,987 ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების შემსყიდველები უმთავრესად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და მისი იურიდიული პირები არიან.

აღსანიშნავია, რომ ცაბუ გოგუას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან 12 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია, ერთ შემთხვევაში კი მან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღო კონტრაქტი, რომელსაც უფრო დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული.”,- წერია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ერთის მხრივ ცაბუ გოგუას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის კანონიერების საკითხი, მეორეს მხრივ კი განსაზღვროს რამდენად გამჭვირვალედ და კანონიერად მოხდა შპს „თოგენისთვის” ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მინიჭება და დაადგინოს, შეიცავდა თუ არა  ორივე შემთხვევა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

თეგები: სუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved