• რეკლამა
  • კონტაქტი
06:51, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” მხარდამჭერებო, ეს არ არის სირცხვილი და თავის მოჭრა?” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:01 09-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,642

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ჩემი ყველა პოსტი საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი ნახვა, ამიტომ გავბედავ და მივმართავ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს.
ძვირფასო თანამოქალაქენო,
იზიარებთ თქვენი პარტიის გენერალური მდივნის განცხადებას, რომლითაც კალაძე სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა?
გუშინ დედაქალაქის მერი მმართველი გუნდის სახელით მიესალმა და პოზიტიურად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, სადაც დიპლომატი:
✅️ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად მოიხსენიებს.
✅️ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მეზობელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს.
✅️ ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულები არიან“
ჩემი შეკითხვები ასეთია:
? არ არის სირცხვილი და თავის მოჭრა, როდესაც საქართველოს მმართველი გუნდი მკაფიო კრიტიკის გარეშე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის ხაზგასმის გარეშე მიესალმება რუსეთის მთავარი დიპლომატის განცხადებას?
? არ არის სირცხვილი და თავის მოჭრა, როდესაც საქართველოს მთავრობა პოზიტიურად აფასებს წინადადებას, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ, მეზობელ სახელმწიფოებად არიან მოხსენიებულნი?
? რუსეთის ათასწლოვანი ისტორიიდან შემახსენეთ 3 შემთხვევა, როდესაც მათ მეზობელი ხალხები შეარიგეს ამ ხალხების სუვერენიტეტის მოსპობის გარეშე…
? არ არის სირცხვილი, როდესაც საქართველოს მთავრობას სწამს, რომ ჩვენი დამქცევი, დამქუცმაცებელი, დამშლელი, დამპყრობი ქვეყანა დამოუკიდებლად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზეწოლის გარეშე, ჩვენთვის სიკეთის გაკეთების მიზნით გადამწყვეტ როლს ითამაშებს შერიგებასა და კონფლიქტის ნორმალიზებაში?
დღეს თავის მოტყუებაა, ასეთი მავნებლობების არშემჩნევა, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების უპასუხოდ დატოვება, მათი გატარება დანაშაულია!
თვალს ვადევნებთ საქართველოს ჩაბარებას! ხვალ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შემოგვაპარებენ, ზეგ კონფედერაციას დასავლური გარანტიების გარეშე, მაზეგ ყველა რუსი სისხლიანი ოლიგარქი საქართველოში “გადმოვლიან და გაათეთრებენ”…

“პოზიტიურად ვაფასებთ” – კალაძე განცხადებაზე, სადაც 3 მეზობელი სახელმწიფოს შერიგებაზეა საუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved