ვინ არიან “ქართული ოცნების ” ის მაღალჩინოსნები, ვინც სოსო გოგაშვილს და მის ოჯახს გაჩუმებას სთხოვდნენ?
სოსო გოგაშვილის ოჯახი ყველა იმ პირის დასახელებას აპირებს, ვინც გაჩუმების სანაცვლოდ დიდ ფულს და სამსახურს სთავაზობდა.
გოგაშვილის ცოლი, თეა მარტოფიშვილი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ სავარაუდოდ მის მეუღლეს ბრალს კიდევ დაუმძიმებენ.
“დაველოდები 20 ოქტომბერს, შევხედავ რას იზამენ, რა მუხლით დაუმძიმებენ ბრალს და შემდეგ აუცილებლად დავასახელებ სახელებს და გვარებს, თუ ვინ მოდიოდა ჩემს ოჯახში და რას სთავაზობდნენ სოსო გოგაშვილს” – აცხადებს თეა მარტყოფლიშვილი.
ტვ. პირველი.
კომენტარები