გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ახალციხეში, 2020 წლის 25 მაისს, რუსეთიდან დაბრუნებულ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დღეს ცნობილი ხდება რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირები ახალციხის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატის, კობა გელაშვილის ოჯახთან არიან დაკავშირებულები.
ადგილობრივების თქმით, კობა გელაშვილმა, რომელიც ყველაზე გამცდენ დეპუტატებს შორის ლიდერობს, (2014–2017 წლის მოწვევის საკრებულოში, წელიწადნახევრის განმავლობაში გამართული 27 სხდომიდან 15 გაცდენა ჰქონდა) ქართული ოცნებისგან მინიჭებული პრივილეგიები გამოიყენა, რის გამოც კარანტინისათვის საჭირო აუცილებელი პირობები დაირღვა…
შედეგად: ამ წუთებში ცნობილი ხდება რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურის თანამშრომლები კარანტინში გადაჰყავთ.
საუბარია 30-დან 40 ადამიანამდე, რომლებსაც სავარაუდოდ, შეხება ჰქონდათ კოვიდინფიცირებულების კლასტერთან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” გავლენიანი დეპუტატის, კობა გელაშვილის ოჯახთან დაკავშირებული და რუსეთიდან დაბრუნებული პირები გუშინ თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
ოფიციალური სტატისტიით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 10 ინფიცირებულია.
თუმცა, ამ დაუდევრობის გამო, ახალციხეში, სადაც დღევანდელი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულმა კორუფციამ და კლანურმა მმართველობამ ხალხი კიდევ უფრო მეტად გააღარიბა, შესაძლოა ეს რიცხი დრამატულად გაიზარდოს.
პრესა.ჯი
კომენტარები