• რეკლამა
  • კონტაქტი
13:54, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებაში” საქმის კეთების მზაობაა, მიწოლა სჭირდება, რომ დაიქოქოს…” – ვინ აფრქვევს ზიზღს და ვინ არის არაგულწრფელი – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:41 06-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

“ნაცმოძრაობის” წევრები პარლამენტში შემოსვლის პირველივე დღეებში ძალიან აგრესიული იყვნენ. კვირის ბოლოსთვის განელდა და პარასკევს უკვე აშკარად კეთილგანწყობილი ჩანდნენ, ბევრად ადამიანური გარემოიყო. თავადაც დაძაბული შემოვიდნენ, “ოცნებაც” დაძაბული დახვდა. პირველ-მეორე დღეს ზიზღის ამოფრქვევის დღე იყო. იმედია, ისეთი პარლამენტი გვექნება, სადაც საქმის კეთება დაფასდება.

მე და ლევან იოსელიანი სულ ორი კაცი ვართ, მაგრამ მაინც ვეცდებით საქმეზე გადავიდეს და წინა პარლამენტს არ დაემსგავსოს, სადაც ბოკერია და მისი რაზმი ლანძღვის,ფურთხებისა და ტელეკამერებთან კეკლუცობის მეტს არაფერს აკეთებდა, “ოცნება” კი პასუხის გაცემით იყო დაკავებული. ამასობაში წლები შემოგვეფშვნა და ქვეყანა გაღატაკდა. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ საქმიანი კალაპოტიდან ვერც ერთმა ინტრიგანმა ვერ ამოგვაგდოს… “ნაცმოძრაობა” აკლიმატიზაციას გადის.

“ოცნებაშიც” კარგად აქვთ გააზრებული, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში არიან, დიდი დრო გავიდა, ქვეყანა მძიმე დღეშია და ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ამას ნათლად ვხედავ “ოცნებაში” და საქმის კეთების მზაობასაც, უბრალოდ, კარგი მიწოლა სჭირდება, რომ დაიქოქოს. კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ოპოზიცია და ხელისუფლება იმისთვის არ არსებობენ, რომ ერთმანეთი ეზიზღებოდეთ.

განვითარებული ქვეყნები ნორმალური იმიტომ გახდნენ, ორივე ძალა ისწრაფოდა, რომ უკეთესი­ ქვეყანა შეექმნა: ოპოზიცია ცდილობდა სახელისუფლებო გუნდისთვის შეცდომების დაშვების უფლება არ მიეცა და სწორი კალაპოტი მიეჩინა. იმედია, ამისკენ მივდივართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით, ჭრიალით, ემოციებით და მტკივნეულად, მაგრამ მაინც მივდივართ. იქნებ ერთხელ შევძლოთ ისე მუშაობა, რომ ერთმანეთი კი არ გვეზიზღებოდეს და ოპონენტის დახრჩობა კი არ გვინდოდეს, ხალხის პრობლემებზე ვფიქრობდეთ.

ოცდაათი წელია ოპოზიცია ცდილობს ჩამოაგდოს ხელისუფლება, ხელისუფლების მიზანია – გასრისოს ოპოზიცია. ამას ხან ავტომატებით, ზარბაზნებითა და ტანკებით ვაკეთებდით, ხან კი რევოლუციებით და ვარდებით. უნდა შევეშვათ ასეთ დამოკიდებულებას.

პარლამენტში შემოსვლა ადასტურებს, რომ ქუჩა-ქუჩა სიარული და ყვირილი კი არა, პარლამენტში მუშაობაა საჭირო. არადა, გვემუქრებოდნენ, თუ დამოუკიდებლად შესვლას გავბედავდით, ისე გაგვანადგურებდნენ პოლიტიკურად, ფეხზე ვეღარასდროს დავდგებოდით…

ჩვენ ისე მოვიქეცით, როგორც ჯობდა, ვაჯობეთ მათ და რა ვქნა, აღარც ვიტრაბახო?! თავს რომ იქაჩლებდნენ, პოლიტიკის კეთება ვიცითო, სწორედ მათ ვაჩვენეთ პოლიტიკური კლასი. ხომ ვამბობდი, შემოსვლა უნდათ და ვერ ბედავენ-მეთქი…

გიორგი გუგავა, პირად და მშობლების შეურაცხყოფაზეც გადმოვიდა. გუგავა ჩემთვის ყოველთვის კომიკური პერსონაჟი იყო, სერიოზული პასუხის ღირსად არასდროს ჩამითვლია, მაგრამ ახლა ასეთი კომიკური და ზნედაცემული პერსონაჟისგანაც კი მიუღებელია ასეთი საქციელი. რაც ბოლოს იკადრა, რა სიტყვებითაც “შემამკო”, ყველანაირ ზღვარს გასცდა. ამიტომ ამ სიტყვებისთვის პასუხს აუცილებლად მოვთხოვ. ჯერ არ ვიცი, ვუჩივლებ, თუ არა, მაგრამ ბოდიშის მოხდა ნამდვილად მოუწევს, მხოლოდ ჩემთვის არა, ჩემი მშობლებისთვისაც. მათ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, არც არავისთვის მიპატიებია.

არ ვიცი გიორგი გახარია ვისი პროექტია. რა პერსპექტივა ექნება, თვითმმართველობის არჩევნებზე გავიგებთ. ვუსურვებდი სატელევიზიო ინტერვიუებში თუ პრესკონფერენციებზე უფრო გულწრფელი იყოს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი გახარია ჯერჯერობით ჩინოვნიკისა და მინისტრის როლიდან ვერ გამოდის. შორისდებულებით ლაპარაკობს და გულწრფელობა აკლია. მას გონიერ ადამიანად იცნობენ, მაგრამ არაგულწრფელია და ამას საზოგადოებაც შეამჩნევდა. ვისურვებდი პირდაპირ ესაუბრა ყველაფერზე, შეცდომებზე, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას წააწყდა. როგორც პარტიას, წარმატებას ვუსურვებ, თუმცა მთავარი მსაჯული მე კი არა, ხალხი იქნება, რომელიც ოქტომბერში გადაწყვეტს, ვის რამდენი ხმა უნდა ჰქონდეს.

წყარო – კვირის პალიტრა

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved