• რეკლამა
  • კონტაქტი
19:55, ორშაბათი, 6 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება თქვენს მოტყუებას ცდილობს” – “ამაზრზენი ბოროტება” და ივანიშვილის გეგმები – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
04:33 04-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,494

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

? კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ “ქართული ოცნება” იტყუება და ცდილობს თქვენც მოგატყუოთ !!! “აგენტების კანონის” ხელახლა წარდგენის ამოცანა არ არის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ სხვა მიზნები აქვთ !!! (სასაცილოა გამჭვირვალობაზე საუბარი ხელისუფლებისგან, რომლის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაწინაურებამდე აცხადებდა, რომ ოჯახის სიღარიბის გამო ოფიციანტად უწევდა მუშაობა, დაწინაურების შემდეგ კი მისი მხოლოდ ერთი მაჯა იტევს იმხელა კაპიტალს, რომელიც სანათესაოს 2012 წლამდე არც დაესიზმრებოდა).

ბიძინა ივანიშვილის გუნდი მიზნად ისახავს:

1. ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია სრულიად უსამართლოდ უნდა მოიხარშოს ერთ ქვაბში. ყველა მათგანს უნდა ეწოდოს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია”. უნდა მოხდეს მათი სტიგმატიზაცია, მათგან მტრის ხატის შექმნა, მთელი სექტორის მეხუთე კოლონად მონიშვნა, დარგში დასაქმებული უკლებლივ ყველა მოქალაქის დამცირება. “აგენტად” და “გამტარად” მოხსენიება შეიძლება პოლიტიკური კლასის არცერთი წარმომადგენლისთვის შეურაცხმყოფელი არ იყოს, მაგრამ ჩვენთვის ღირსების შემლახველია.

რაც არ უნდა თქვას საეჭვო რეპუტაციის მქონე დემაგოგმა, მამუკა მდინარემ, ამ ქვეყანაში საკმარისზე მეტი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების მიუხედავად რჩება თავისი ინტერესების სადარაჯოზე. ამის გამო ხშირად გვიჭირს, მაგრამ რა უჭირს ))))

2. “ქართულ ოცნებას” სურს საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო კენჭისყრის წინა პერიოდში ასეთი მარტივი, ბინარული არჩევანი შესთავაზოს – ერთ მხარეს დგას ხელისუფლება, რომელიც ხმალამოღებული იცავს ქრისტიანულ ღირებულებებს, ტრადიციულ ოჯახს, პატრიოტიზმის იდეალებს, სუვერენიტეტს; მეორე მხარეს კი არის ორგია, გარყვნილება, დგანან დასავლეთის მონები და აგენტები.

ასეთი მდაბიო როგორ უნდა გეგონოს შენი ხალხი? საქართველოს ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მდგომარეობა ასე როგორ უნდა გაუმარტივო შენს ხალხს? ანუ გძულს ისინი და დებილად მიგაჩნია მათი უმრავლესობა …

3. “ქართული ოცნებას” სურს ძალის დემონსტრირება. ის კანონის ხელახლა ინიცირებით გვეუბნება, რომ ადრე თუ გვიან მაინც გაიტანს თავისას. ისინი გვიმტკიცებენ, რომ მათი ყველა კომპრომისი არის დროებითი და ბოლოს ცხვირში ძმრად ამოგვადენენ ყველა დათმობას.

4. რა თქმა უნდა, ეს კანონი ისეთივე დრაკონული არ არის, როგორიც პუტინის რუსეთში მოქმედი ანალოგი. განსხვავება მკაფიოა, დაწვრილებით ვიცნობ ორივე მათგანს… მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი – ავტორიტარიზმი ერთბაშად არ მყარდება, ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია პროცესია და არა ერთ წამში გადაწყვეტილი ამბავი. თუ უცხოეთის გავლენის გამტარებელი აგენტების რეესტრი იარსებებს, ნელ-ნელა “გამტარებზე” სხვა რეგულაციებსაც გაავრცელებენ. მოკლედ, ქმნიან საკანონმდებლო ბაზას, რომელსაც ნებისმიერ დროს დააშენებენ ახალ რეგუალციებს და ბოლოს მართლა “რუსული” კანონი შეიძლება შეგვრჩეს ხელში.

5. ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ამ ქვეყანაში ფულს მხოლოდ თვითონ ხარჯავდეს უპრობლემოდ. კაპიტალის ერთადერთი წყარო უნდა გახდეს თვითონ. ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს თავისი რესურსების თავისუფლად განაწილების შესაძლებლობა.

6. გამადიდებელი შუშის გარეშეც კარგად ჩანს, რომ კანონის ინიცირებით “ქართული ოცნება” აგრძელებს დასავლეთზე თავდასხმას, ევროკავშირისგან დისტანცირებას. დასავლეთთან ხიდების დაწვას მივყავართ იზოლაციასთან, მარტო ვრჩებით რუსეთთან, ჩინეთთან, ახლო აღმოსავლეთთან… შეიგნეთ, საქართველო არც ეკონომიკურად და არც სხვა თვალსაზრისით არ არის მზად მარტო დარჩენისთვის.

მაშასადამე, ამ კანონის ინიცირება დაუშვებელი, ამაზრზენი ბოროტებაა.

? აქ რომ წერტილი დავსვა, არ ვიქნები მართალი. ზოგიერთებს სურთ, რომ არასამთავრობო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალე და პატიოსან მოთამაშედ წარმოადგინონ. ტყუილია!

ქვეყანაში მართლაც გვყავს რამდენიმე უმდიდრესი ორგანიზაცია, რომლებიც მხოლოდ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, თავიანთი თანამოაზრეების ხელისუფლებაში მოსასვლელად მზად არიან ნებისმიერი ტიპის არეულობას შეუწყონ ხელი, მტრულად არიან განწყობილი იდეათა მრავალგვარობის მიმართ (ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს, დევნიან ყველას, ვინც ზუსტად მათსავით არ ფიქრობს), მათ ხელთ არსებულ რესურსებს არნახულად უსამართლოდ ანაწილებენ და ა.შ.

უბრალოდ, მათ დასაბალანსებად ახალი კანონების მიღება არ არის საჭირო. ცუდ ადამიანებს აქვთ უფლება იყვნენ ცუდი ადამიანები. მათი თავხედობის გაუვნებელყოფა უკვე მოქმედი საკანონმდებლო ბაზით (თუ გადატრიალებას და არეულობას აწყობენ, სისხლის სამართლის კოდექსი ხომ გვაქვს?!) და ალტერნატიული დინებების წარმოქმნით შეილება.

? წლის ბოლოს დეკლარაციის შევსებას და მის წარდგენას სახელმწიფოსთვის, დეკლარაციის გამოქვეყნებას არაფერი უდგას წინ. ამ რეგულაციის შემოღებას არ სჭირდება ახალი კანონი!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
არქი ჰორაიზონი
ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

18:23 07-05-2026
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved