• რეკლამა
  • კონტაქტი
10:45, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” პრეზიდენტის არ უჩივის, თუ ვერ უჩივის? – ვინ უნდა იმეცადინოს კობახიძის წიგნით? – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
19:15 03-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მედიასთან განმარტავს, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოსთვის საჩივრით არ მიუმართავს.

„საჩივარი კლასიკური გაგებით ჰქვია იმ დოკუმენტს, რომელსაც საჩივარი აწერია საკუთრივ; არაკლასიკური, ქვეყანაში ზოგადად მოაზრებული გაგებით არის საჩივარი, როდესაც ადამიანს რაღაცა სანქცია ეკისრება ამ საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად. არც ერთია და არც მეორე, შესაბამისად, საჩივრად ვერ განიხილება. „ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს იწყება იმპიჩმენტისთვის მზადება.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში ზიარდება ირაკლი კობახიძის წიგნიდან ამონარიდი:

„ის ამონარიდი რომ წაიკითხონ, როცა არაფერ შუაში არ იყო არც კომპეტენციების გამიჯვნა და არც არავის ჰქონდა იმის წინასწარი მოლოდინი, რომ ვიღაც ასე მოიქცეოდა რაც კონსტიტუციაში არ წერია, მაშინ იწერებოდა სახელმძღვანელო და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონსტიტუციონალისტის მიერაც ჩაწერილია თავის სახელმძღვანელოში, რა როგორაა და კომპეტენციებიც გამიჯნულია. ამაში თუ იმეცადინებენ, ცუდი არ იქნებოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინც სოციალურ ქსელში კობახიძის წიგნს აზიარებს, მათ შორის ხომ არ გულისხმობს სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს – მდინარაძე ამბობს, რომ მათ შორის მასაც გულისხმობს.

„საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც სახალხო დამცველის მოადგილე წინასწარ ახდენს ზეწოლას საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის დისკრედიტაციას ცდილობს, არ არის ეს სწორი.

მას რაც უნდა პირადი შეხედულებები ჰქონდეს, მას პოზიცია უჭირავს დღეს, ამ ქვეყნის ომბუდსმენის მოადგილეა. NGO-ს შემთხვევაში სხვა უფლება-ვალდებულებები აქვს ადამიანს, ჩვენს შემთხვევაში – სხვა, მათ შორის, თმენის ვალდებულება, რაც შეიძლება მას არ ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი მთავარი უფლებადამცველი პირდაპირ იერიშს მიიტანს, წინასწარ თან, კონკრეტულ უწყებაზე თუ ინსტიტუტზე, იმგვარად რომ აშკარად ჩანს მისი ტენდენციურობა, ეს ცუდია“, – განაცხადა მდინარაძემ.

 


გუშინ, 15 მარტს, „ქართული ოცნების“ განცხადების გავრცელების შემდეგ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა ამონარიდი ირაკლი კობახიძის წიგნიდან და მიაწერა: „დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს არადამოუკიდებელი მოსამართლეები კონსტიტუციას ისე განმარტავენ „როგორც მამას უნდა“.

ამონარიდი ი. კობახიძის წიგნიდან

წყარო – პუბლიკა

თეგები: გიო ბურჯანაძეირაკლი კობახიძემამუკა მდინარაძესალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved