• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” აშკარად მოსკოვისკენ იხრება, სენატმა “MEGOBARI აქტი” სასწრაფოდ უნდა მიიღოს” – კელი და კრემერი

ალია ავტორი - ალია
20:18 07-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრემერი საქართველოს შესახებ ერთობლივ სტატიას ავრცელებენ, სადაც ამბობენ, რომ “ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად დონალდ ტრამპმა ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს.“

 

რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვების ფონზე, შეერთებულ შტატებს მალე საქართველოში ელჩი არ ეყოლება, იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში საქართველო ამერიკის საკვანძო პარტნიორი იყო რთულ რეგიონში და მისი მოსახლეობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პრო-ამერიკული იყო. მოსახლეობას ახლაც იგივე ხედვები აქვს, მაგრამ მთავრობა აშკარად მოსკოვისკენ იხრება და ქართულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით სულ უფრო მეტად იქცევა, როგორც რუსული რეჟიმი.

მსგავსი დინამიკა უმნიშვნელოვანეს ხდის ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომ მალე დანიშნოს დანიგანის ჩამნაცვლებელი – ისეთი, რომელიც მტკიცედ ილაპარაკებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრორუსული საქციელის წინააღმდეგ. აშშ-ის სენატმა, თავის მხრივ, კვალიფიცირებული კანდიდატი უნდა დაამტკიცოს, რომელიც მოთხოვნებს შეესაბამება. მან ასევე უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის მიერ 5 მაისს უკვე დამტკიცებული კანონპროექტი, რომელიც პასუხს აგებინებს ქართველ ოფიციალურ პირებს თავისი ანტი-ამერიკული ქმედებებისთვის და აშშ-ის წუხილს აჩვენებს ქვეყნის ავტორიტარული მმართველობისადმი გადახრის თაობაზე.

აშშ-მა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უნდა გააორმაგოს საქართველოს დემოკრატიულ, პრო-დასავლურ გზაზე დაბრუნების ძალისხმევები. შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, ვინაიდან რუსეთი რეგიონში გავლენას კარგავს. როგორც სომხეთმა, ისევე აზერბაიჯანმა შეამცირეს თავიანთი კავშირები მოსკოვთან. და უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთის სასტიკ შეჭრას ებრძვის.

ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს. ორივე ნაბიჯი სასწრაფოდ არის საჭირო, სანამ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” უფრო მეტად არ დააზიანებენ თავის ხალხს და სანამ შეერთებული შტატები სამუდამოდ დაკარგავს მნიშვნელოვან რეგიონალურ პარტნიორს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved