დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში გრიპზე 211 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი, მარაგშია 23 ათასზე მეტი ვაქცინა.
პაატა იმნაძე ორსულებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათთვის გრიპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. მან ორსულებს მოუწოდა, გრიპის ვაქცინა გაიკეთონ:
„მაღალი რისკის ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, აცრასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ სეზონი გრძელდება. თუმცა, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, გრიპი ძალიან არ არის აქტიური. თითქმის მთელ ევროპაში ლოქდაუნებია, ყველა პირბადით დადის, იცავენ დისტანციას, ეს გრიპისგან თავდაცვაც არის.
მაგრამ, ორსულებისთვის გრიპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი, შესაბამისად მათ მოვუწოდებ, გრიპზე აიცრან“
კომენტარები