• რეკლამა
  • კონტაქტი
09:30, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორჯერ ესროლა იარაღიდან, ნელი ნაბიჯებით წავიდა და ნუ გეშინიათ, ბავშვებოო” – ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა

ალია ავტორი - ალია
22:48 04-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,887

ფოტო – ტაბულა

გამოცემა “ტაბულა” თვითმხილველების და აქტივისტ ანნა ქართლელიშვილის ნაამბობზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, N359 ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა. მათივე ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

“ადამიანი, რომელმაც დაჭრა, ავტობუსში ამოვიდა და ჩანთაში თუ ჯიბეში რაღაცას ეძებდა. მოზარდს უხეშად დაეჯახა. ბარათის მისადების უკან რომ 2 სკამია, ამაღლებულ ადგილზე, მანდ იჯდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც უთხრა, რომ ცოტა ყურადღებით ყოფილიყო. ამ კაცმა ბოდიში მოუხადა, უთხრა, რომ ვეღარ დაინახა, მაგრამ ეს ახალგაზრდა აღარ გაჩერდა და ეუბნებოდა, როგორ არ იხედებიო. დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა [შელაპარაკება] ეს კაცი გაღიზიანებული იყო, ჩემი ასაკის ადამიანს ასე როგორ მელაპარაკებაო, დაბლა ჩავიდეთ, 4-ჯერ ნასამართლევი ვარ, 65 წლისო. შავები ეცვა, სიმაღლე, დაახლოებით, 1.80-ია, ეკეთა მხედველობის სათვალე და ჰქონდა რუგზაკი, ეცვა ჯინსები და შავი ქურთუკი.

სროლის ხმა გავიგე, ერთხელ ისროლა, შემდეგ 5 წამში იყო მეორე გასროლა, იარაღი დავინახე, მარცხენა ხელში ეჭირა. მძღოლმა გააჩერა და ჩვენ ყველა ჩამოვედით. უკან რომ მოვბრუნდით, დავინახე, ეს კაცი ნელი ნაბიჯებით მოდიოდა და ნუ გეშინიათ, ბავშვებოო, თქვა”. – ამბობს თვითმხილველი, ფატიმა აქუბარდია ტაბულასთან საუბარში.

თეგები: თბილისისაზოგადოებრივი ტრანსპორტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved