ჟურნალისტი, ზაზა დავითაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“გიგი უგულავამ თქვა, დაპატიმრების წინ – რაც არ უნდა პატარა იყოს კამერა – აზროვნებისთვის მეტ თავისუფლებას გაძლევსო…
არ მგონია, იგივე ეთქვა, დღევანდელ, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრის დონე კამერაში კი არა, ისეთ საკანში მოხვედრილიყო, როგორშიც მისი სისხლიანი ნაცხროვა ათავსებდა უდანაშაულო ადამიანებს! “სმენკაში” რომ დაიძინებ, ანუ… საწოლზე მორიგეობით დაიძინებ, რადგან 10 კაციან კამერაში 40 პატიმარია შემოყრილი და 2 საათში მუჯლუგუნით გაგაღვიძებს სხვა პატიმარი – ადექი “შკონკიდან,” უკვე ჩემი დაძინების დრო მოვიდაო… და, დღეში სამჯერ დასალეწად რომ გაგიყვანენ, თან, ოჯახს რომ შეგიგინებენ… აი, თუ მართლა მაგარი ხარ, ამ პირობებში უნდა შეირჩინო “დუხი” და “თავისუფლად აზროვნების” უნარიც! არ მგონია, ეგ შეძლო, გიგილო!
ჩემი თუ არ გჯერა, ოქრუაშვილს კითხე – ჩემი პატიმრობის პერიოდში შემოაგდეს ციხეში და 3 დღეც ვერ გაძლო, ეგრევე, “აღიარებითი” ჩვენება მისცა! ახლა მაგარი ხარ “თავისუფლად აზროვნებაში,” რადგან ბალიშის ქვეშ შენი მოზარდი გოგონას ფოტოს გულდასმით გადამალვა არ მოგიწევს, იმის შიშით, რომ ბადრაგი გიპოვნის და შენს პირმშოს უწმაწურად მოიხსენიებს… შენი ხროვის რეჟიმის დროს ასე ხდებოდა, გიგილო! ფიზიკურთან ერთად, სულიერადაც ტანჯავდით პატიმრებს!
ჩემი ტუსაღობის დროს პატიმრებს საკანში ასანთიც არ გააჩნდათ. ჩაის კუსტარულად დამზადებული მადუღარათი იდუღებდნენ, რასაც, თუ ადმინისტრაცია აღმოაჩენდა – პატრონს სასიკვდილოდ დალეწვა გარანტირებული ჰქონდა. შენ კი, საკანში ტელევიზორიც გექნება, პლეერიც და მობილურიც, მაცივარიც… სიცივე შენ არ შეგაწუხებს, სიცხეში – კონდიციონერს ჩართავ… პაემნებზე ძვირფას ადამიანებს შეგახვედრებენ, ამანათით, ჯინსების შემოგზავნას არ დაგამადლიან… ფული არ გაკლია – კარგს შეჭამ და კარგს დალევ, არც ვიტამინები დაგაკლდება პატიმრობის გამო… იაზროვნებ “თავისუფლად,” აბა რაა? შენი რეჟიმის დროს კი, იცი როგორ იყო? ახლობლები ტუალეტის ქაღალდს რომ გვაწვდიდნენ ამანათით – ბადრაგები იმ გორგალს ბოლომდე შლიდნენ და მერე საწყალი პატიმრები მთელი დღე ვახვევდით…
იაზროვნებ, თავისუფლად, აბა რა – 45 მილიონის საზღაურად, 3 წელი მოგისაჯეს და, წელიწადნახევარში გამოგიშვებენ ქოცები… ჩემნაირად, სრულიად უდანაშაულო – შეიარაღებული გადატრიალების ბრალდებით უნდა დაეჭირე და, თუ მაგარი ხარ – მერე გეაზროვნა “თავისუფლად” 🙂
იაზროვნებ “თავისუფლდ,” აბა რა, მაგ საკანში არავინ მოგკითხავს კაცურად – ბიჭო, ეს კონკრეტული ჩათლახობა რამ გაგაკეთებინა, შე არასწოროო! გიგილო, რაც სისხლი გიღვრია, რაც უკანონობები ჩაგიდენია და ქოცების ხელისუფლების პირობებში შეგირჩენია – შენით, “თავისუფლად” მოიგონე, მაგ 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონე საკანში!
იცი, რას გისურვებ? ეს პერიოდი, რასაც მანდ გაატარებ, თუნდაც მაგნაირ, სასათბურე პირობებში… სულის საკურნებლად გექცეს, წარსული ცოდვები გულწრფელად მოგანანიებინოს და არ დაგბოღმოს – აი, ნამდვილი “თავისუფალი ზროვნება” – ეს იქნება! მაგრამ, შეძლებ ამას? მოახერხებ? მე კი, გულით გისურვებ!”
კომენტარები