პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელი დისკუსიის შესახებ:
გასაგებია ხელისუფლების სურვილი, რომ ამ გზით რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა მოხსნას პოლიტიკური დღის წესრიგიდან.
თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ რიგგარეშე არჩევნების ინიცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ ტიპის კრიზისის გავლით, რომლის შემდეგაც ხელისუფლება გარანტირებულად წააგებს ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებს.
ასე რომ, ოპოზიციის მხრიდან ამ თემაზე “პრინციპული” პოზიციის დაკავება არ მგონია სწორი ტაქტიკა. აზრი უნდა გამოთქვან, მაგრამ ცვლილებები უნდა მიიღონ ყველა შემთხვევაში.
ლოგიკა მარტივია – კრიზისის შემთხვევაში ოპოზიცია ნებისმიერი სისტემით იგებს, კრიზისის გარეშე კი პროპორციული წყალივით ჭირდება.”
კომენტარები