• რეკლამა
  • კონტაქტი
09:17, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ოპოზიციის იმ ნაწილს, ვისაც თვლა არ ეშლება, მაგალითად რომან გოცირიძეს, ჩერგოლეიშვილს, ეს კარგად ესმით” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
02:53 08-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
529

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

,,ჩვენ და არჩევნები

არჩევნებამდე დაახლოებით 80 დღე რჩება და მიუხედავად აგვისტოს თვის ტრადიციული საყოველთაო არდადეგებისა, ყველას ყურადღება არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისა და ობიექტების აქტივობების, სტრატეგიისა და ტაქტიკისკენ არის მიმართული. ამ კუთხით საინტერესოა, რას ვხედავთ ოპოზიციურ თუ სახელისუფლებო ფლანგზე, ენჯეო სექტორში, როგორ მუშაობს მედია, როგორ ემზადებიან ცენტრალური, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიები, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ მეგობარი და არამეგობარი სახელმწიფოები.

ოპოზიციურ ფლანგზე საარჩევნო მარათონს ბოკერია-ჩერგოლეიშვილის გუნდი ჩამოცილდა, ხოლო მათი პარტიის ნარჩენებს ალბათ რომელიღაც ოპოზიციური გაერთიანება შეიფარებს იმ შემთხვევაში, თუ 2 გამსვლელი ადგილი (ბობოხიძე-წერეთლისთვის) გამოინახა (თუ უწყალობეს).

ცოტა კომიკურად გამოიყურება, მაგრამ ძველი (ვაშაძე-ცისკარიშვილ-ბოკუჩავა) და ახალი (გვარამია-მელია-ზურაბ გირჩი-ლიაკა) ნაცები ერთმანეთს მიშისტური ხმებისთვის შეებრძოლებიან. სამაგიეროდ არანაცური და არაქოცური ხმებისთვის იბრძოლებენ ხაზარაძისა და გახარიას პარტიები. მართალია, უმრავლესობის აღქმაში ესენიც ნაცების ანასხლეტებს წარმოადგენენ, მაგრამ საკუთარი შუაშისტური იმიჯის გასამყარებლად ისინი ყოფილ ნაც-ქოცებს უთმობენ ადგილებს, თუმცა, მომავალი გვიჩვენებს, რამდენად სარგებლიანი იქნება ისეთი დაზიანებული რეპუტაციის პოლიტიკოსების საკუთარ სახეებად ქცევა, როგორებიც სამადაშვილები, ელისაშვილები, დოლიძეები, კორძაიები და სხვები არიან. იქით ტრადიციულად ვინმეზე აკიდებას რესპუბლიკელები ეცდებიან და ასევე ტრადიციულად ნათელაშვილი მაღალი კვარცხლბეკიდან ყველას დაამუნათებს და იტყვის, რომ მიღებული 20%-ის ნაცვლად მხოლოდ 2% დაუწერეს. ამ ფონზე ჯერ კიდევ თავის ადგილს ეძებს ეკა ბესელია, რომელმაც, როგორც ჩანს, მადამ სალომეს ფრთებქვეშ მონახა ადგილი და ალბათ სწორედ ოპოზიციის ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე პრეზიდენტის კვოტით აღმოჩნდება რომელიმე საარჩევნო სიაში, თან ხალხს დაამუნათებს, რა დროს ძველი წყენებია, ქვეყნის გადარჩენის საქმეს ვჭირდებიო.

ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ როგორც კვლევები აჩვენებს, ისინი საერთო ჯამშიც კი ვერანაირი გადაჯგუფებით ვერ აგროვებენ ქართულ ოცნებაზე მეტ ხმებს.

მათთვის საუბედუროდ, „ოცნებას“ ხელისუფლებაში დასარჩენად, არა 50 ან 60% ესაჭიროება, არამედ, თუ გავითვალისწინებთ საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებებს, 40%-ის მიღებითაც თავისუფლად რჩება ხელისუფლებაში.

ოპოზიციის იმ ნაწილს, ვისაც თვლა არ ეშლება (მაგალითად რომან გოცირიძეს, ჩერგოლეიშვილს და სხვებს), ეს კარგად ესმით და ამიტომ ისტერიულად გაჰკივიან, 35%-ზე მეტი არ უნდა მიიღოს ოცნებამ, თორებ ოპოზიციას დედა გვეტირებაო.

ასეთ პირობებში ოპოზიცია საკუთარი პროპაგანდისტული მედიების მეშვეობით, გადასულია ტვინების გამორეცხვაზე.

ცდილობენ ამომრჩევლებს თავში ჩაუტენონ 2 მთავარი ფორმულა:

1.თუ ქოცებმა გაიმარჯვეს, ისინი რუსულ ჭაობში დააბრუნებენ ქვეყანას და უნდა დავემშვიდობოთ ევროპულ ოცნებებს, და

2.ქოცებს გამარჯვების არავითარი შანსი არა აქვთ და თუ შედეგებმა მათი გამარჯვება აჩვენა, ე. ი. არჩევნები გაყალბდა და ყველა უნდა მოვემზადოთ ასეთი შედეგების არ მიღებისთვის, მასობრივი დაუმორჩილებლობისთვის, რევოლუციისთვის, ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისათვის ანუ სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ამ გეგმის რეალიზებისთვის მათ უცხოეთში სერიოზული ძალები უჭერენ მხარს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, დასავლეთში პრაქტიკულად არ არსებობს სახელმწიფო ან ასე თუ ისე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებისთვისაც მისაღებია ოცნების ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გატარება. ამიტომ არჩევნების იდეალურად ჩატარების შემთხვევაშიც კი ისინი ყველანაირად შეუწყობენ ხელს, რომ არ მოხდეს ოცნების გამრჯვების ლეგიტიმურად ცნობა, რომ დამკვირვებლებმა დააფიქსირონ „სერიოზული დარღვევები“, რომლებმაც არჩევნების შედეგებზე „სერიოზული გავლენა“ იქონიეს, რაც ნიშანი იქნება რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაიწყონ აქტიური რევოლუციური მოქმედებები.

ამ გეგმას დიდი გაშიფვრა არც სჭირდება, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ ვივამედის ლუქს-პალატიდან ბელადმა განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ არავითარ სხვა შედეგს, გარდა ოცნების დამარცხებისა და ამისათვის თავის მრევლს არჩევნების შემდგომი მრავალთვიანი ბრძოლის მომზადებისკენ მოუწოდა.

ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ არჩევნების დამკვირვებლების უმრავლესობა იყოს არა კუბილიუს-პავილიონისების ჯიშის საერთაშორისო ნაცები, არამედ პატიოსანი და ობიექტური ადამიანები. ჩვენ არ ვიცით, ამ მიმართულებით მუშაობს თუ არა ხელისუფლება, მაგრამ თუ ამას ყურადღებას არ აქცევენ და არხეინად არიან, ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა მათი მხრიდან.

მგონი, არ არიან ისეთი გულუბრყვილოები, ის დაიჯერონ, რომ სუფთად ჩაატარებენ არჩევნებს და მიკერძოებულ დამკვირვებლებს ამის აღიარების გარდა სხვა გზა არ დარჩებათ.

ნაცების გამპრავებელი ჟიგიმანტასები თვალსაც არ დაახამხამებენ, ისე ურცხვად იტყვიან თეთრზე შავს და პირიქით.“

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved