• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოპოზიციას დასავლეთიდან რაც ჰქონდა, ის მხარდაჭერა არ აქვს, არც ღია და არც ფარული და ამას აქვს თავისი მიზეზი“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:50 11-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი:

– ჩვენ ერთგვარ ჩიხში ვართ მოქცეულები. ამ ჩიხიდან რაციონალური  გამოსავალი ჯერ არ ჩანს. არც პოლიტიკური ნება ჩანს მაინც და მაინც, რომ ვინმე გამოსავალს ეძებდეს. პროცესი რომ დასრულდეს და პროგნოზირებადი გახდეს, რაღაც რაციონალური  გზავნილები უნდა მოდიოდეს ორივე დაპირისპირებული მხრიდან. დღეს ჩვენ  გვაქვს საქმე ორი მხარის მონოლოგთან, რომელიც დიალოგში არ გადადის და არც ერთ მხარეს ამის სურვილი არც გააჩნია. ტატამზე  პოლიტიკური ძალები  არიან ასულები და ცდილობენ, ძალისმიერი მეთოდებით მიიღონ შედეგები. ამ შედეგების მიღება კი ორივე მხარისთვის შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად. ეს არ არის ის სიტუაცია, რომ ხელისუფლება იყოს სტერილური. პროცესების რევოლუციური განვითარების წინაპირობა არ არის. ხელისუფლება თავის მხრივ ცდილობს, რომ ანტისახელმწიფოებრივი მეთოდებით, ძალადობრივი გზით  დაამყაროს წესრიგი, ნაცვლად იმისა, რომ  ეცადოს,  პოლიტიკური სტაბილიზაციისკენ წაიყვანოს ვითარება.  ხელისუფლება  ცდილობს, მოახდინოს  ოპოზიციის პროვოცირება, გადააკვეთინოს წითელი ხაზები, შექმნას ფორმალური საფუძველი, ოპოზიციის მხრიდან ძალისმიერი მოქმდებებისა, რომ მერე ვიღაც დაიჭირონ, ვიღაც შეაშინონ და ვიღაც დააშანტაჟონ და ა.შ. ხელისუფლება როდესაც ასე იქცევა, ეს სერიოზული დეგრადაციაა თავად ხელისუფლებისა და ზოგადად, სახელმწიფოებრიობისა. ასე, რომ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. რა პროგნოზი უნდა გავაკეთო? რიდის  და ვინ რა სისულელეს გადმოაგდებს,  ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

– „ნაციონალები“ კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, დასავლეთის დიდი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ რეალურად აშკარად სხვა სურათია. ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე,  მხატვარმა გია ბუღაძემ  განაცხადა კიდეც, რომ დასავლეთიდან როგორ მხარდაჭერასაც ელოდნენ, ისეთი მხარდაჭერა არ აქვთ და დასავლეთს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. რისი ბრალია ეს პასიურობა?  თუ აქვთ ფარული მხარდაჭერა, ქვედა დინებებში მიდის გარკვეული პროცესები და ჩვენ ჯერ ვერ ვამჩნევთ?

– არა, აშკარაა,  ოპოზიციას დასავლეთიდან რაც ჰქონდა, ის მხარდაჭერა არ აქვს, არც ღია და არც ფარული. ეს იმის ბრალია, რომ ჯერ ერთი, ყველა ქვეყანას საკუთარი პრობლემები აქვს თავზე საყრელად, კორონაპანდემია, მისით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, რასაც ზოგიერთ ქვეყანაში  შიდა პოლიტიკური პრობლემებიც მოჰყვა. მერე, დასავლეთმა ერთხელ გასწია აქტიური მედიაცია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შარლ მიშელი რამდენჯერმე  ჩამოვიდა თბილისში ვითარების დასარეგულირებლად, მათ შორის კონსესუსის მისაღწევად და ამ დროს, ევროპის გარდა, ამერიკაც აქტიურობდა. შეთანხმებასაც მიაღწიეს, მაგრამ  ხელისუფლება გამოვიდა ამ შეთანხმებიდან. დასავლეთის ქვეყნები  ჩვენს სახელმწიფოს აღარ უყურებენ, როგორც პარტნიორს. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები ჩვენს რეგიონში და გამოგვიყენებენ,  თუ რაიმეში დავჭირდებით. აღარ თვლიან თავისთვის მტკივნეულ თემად, თუ რა ხდება საქართველოში. გარკვეულწილად, მოვაბეზრეთ თავი. გარდა ამისა, თვითონ ბიუროკრატიული მანქანა  ევროპაში ძალიან ნელა მუშაობს. იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს  აქვს ევროპას. არც ჩვენს ოპოზიციას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია მათ თვალში. ხედავენ, რომ საზოგადოება გაყოფილია. საზოგადოება სწრაფ ცვლილებებს ითხოვს. იმას რომ ხედავდნენ, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ოპოზიციის  მხარეს იყოს, რაღაცაზე შეიძლება კიდევ ეფიქრათ, მაგრამ ხედავენ, რომ საზოგადოება, ფაქტობრივად, სამ ნაწილად არის გაყოფილი. არიან ამ ოპოზიციის მომხრეები, ხელისუფლების მომხრეები და არის მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ნეიტრალურია ორივე მხარის მიმართ.  ადგილობრივმა არჩევნებმა  და  2016 წლიდან ჩატარებულმა ყველა არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს, ნეიტრალური  ხალხი შეადგენს ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდ, მრავალრიცხოვან ნაწილს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ისინი ვერ აყალიბებენ  პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რა ტენდენციებს უნდა დაუჭირონ მხარი და როგორ. თუმცა, სააკაშვილის თემაზე, ვფიქრობ,  დასავლეთიდან იქნება  ადეკვატური რეაქციები.  

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved