ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი, ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ხურცილავას მიმართ საქართველოს პროკურატურა 5000 ლარის ოდენობის საპატიმრო გირაოს ითხოვდა. თუმცა დაცვის მხარემ არასაპატიმრო გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა დააკმაყოფილა და ნიკო ხურცილავა დარბაზიდან გაათავისუფლა.
“ბრალდების მხარე ასაბუთებდა სწორედ ახალი დანაშაულის ჩადენსი საფრთხეს, მას შემდეგ რაც სასამართლო დასაბუთებულ განჩინებას მივიღებთ, გავეცნობით და შემდეგ შესაბამის შეფასებას გავაკეთებთ”, – განაცხადა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ.











კომენტარები