ჟურნალისტი, ბექა ყორშია:
ვინც ონისეს პირადად არ იცნობთ, იმ ორი ვიდეოთი, რომლებსაც პროპაგანდა აფრიალებს, მასზე სწორ წარმოდგენას ვერანაირად ვერ შეიქმნით. ვინც იცნობთ – მის ნიჭზე, ინტელექტზე და ქვეყნის სიყვარულზე ლაპარაკს არ დავიწყებ.
მეგონა, მის წინააღმდეგ წამოწყებული ეს კამპანია მალევე მიცხრებოდა, მაგრამ აგერ მესამე დღეა, დასასრული არ უჩანს. ტვ იმედი, რუსთავი 2 და პოსტივი ორკესტრირებულად უტევენ. გუშინ დილის, შუა დღის და მთავარ გამოშვებებში ამაზე იყო ლაპარაკი. ამას დამატებული ასობით ტროლგვერდი.
ჩვენ ვუყურებთ, როგორ უნდათ, გაანადგურონ ადამიანი მორალურად. როგორ გეშავენ მთელს ქვეყანას მის წინააღმდეგ.
ამ საფრთხის წინაშე დგას ყველა, ვინც წინააღმდეგობაშია. საერთოდ არავინ არის დაცული.აქეთა მხარესაც არის ხალხი, ვისაც ეს ვიდეოები არ მოეწონა, მაგრამ მერწმუნეთ – ეს არმოწონება ამ კონკრეტული ხუმრობების არმოწონებად უნდა დარჩეს, რადგან თუ ამ გაშავების კამპანიას კარგად გადაფხეკთ, აღმოაჩენთ, რომ ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მიზეზით ილაშქრებენ – იბრძვის, არ ჩერდება, არასდროს იღლება და ზუსტად ვიცი, ამ სიგიჟის მერე, ბრძოლას ასჯერ უფრო დიდი ჟინით გააგრძელებს!
სოლიდარობა Onise-ს და მის ოჯახს!











კომენტარები