• რეკლამა
  • კონტაქტი
00:51, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომის კვლევის ინსტიტუტის 23 ივნისის ანგარიში – რა ვითარებაა უკრაინის ფრონტზე

ალია ავტორი - ალია
13:31 06-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

nstitute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბელარუსში, უკრაინის მოსაზღვრე გომელის ოლქში სამხედრო კომისრების სამობილიზაციო სწავლებები დაიწყო. სწავლებები 22 ივნისიდან 1 ივლისამდე გაგრძელდება. ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ეს სწავლებები ყოველწლიურია, თუმცა შარშან ვარჯიშები ჩატარდა მოგილიოვის ოლქში, რომელიც უკრაინას არ ესაზღვრება.კომისარიატების წვრთნებში ჩაერთვებიან ბელარუსის სპეციალური დანიშნულების ძალებიც, რათა “ღეალობასთან მიახლოებული გარემო” შეიქმნას.

რუსეთის ხელისუფლება, დიდი ალბათობით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გეგმებს აჩქარებს. რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, საშა კოტსმა რუკის სურათი გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის სქემას ომის შემდეგ. შემოთავაზებული სქემა უკრაინის ოლქებს რუსეთის ტერიტორიულ ოლქებად ყოფს.

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის მქონე შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

  • ბელარუსის ძალები უკრაინის საზღვრის გასწვრივ სამობილიზაციო წვრთნებს ატარებენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერთონ უკრაინაში ომში მათი დაბალი შესაძლებლობებისა და რუსეთის სახელით სამხედრო ჩართულობის უარყოფითი შედეგების გამო.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, მიაღწიეს ლისიჩანსკის სამხრეთ გარეუბანს და აძლიერებენ თავიანთ დაჯგუფებას სევეროდონეცკის გარშემო, რათა დაასრულონ როგორც სევეროდონეცკის, ასევე ლისიჩანსკის დაკავების პროცესი.
  • რუსულმა ძალებმა წამოიწყეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სლოვიანსკის ჩრდილოეთით და, სავარაუდოდ, ქმნიან პირობებს სივერსკზე და ჩრდილო-დასავლეთ უკრაინის GLOC-ზე ლისიჩანსკზე თავდასხმისთვის.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკში სახმელეთო თავდასხმების წარმოება განაგრძეს და ააფეთქეს ხიდები, რომლებიც სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს აკავშირებს.
  • ოკუპანტებმა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე წინსვლას მიაღწიეს.
თეგები: ომის კვლევარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
ახალი ამბები

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

16:05 10-05-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

13:49 10-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved