• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომიკრონის” მუტაცია თუ უფრო აგრესიული ჰიბრიდი – BA.2 – ვრცელდება ვირუსის ახალი შტამი რომელსაც მოქმედი ტესტებით ვერ ადგენენ

ალია ავტორი - ალია
10:29 01-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

BA.2 – გამოჩნდა კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი. ახალი მუტაციის 400-ზე მეტი შემთხვევაა უკვე გამოვლენილია ბრიტანეთში. მეციერები ახლა სწავლობენ, ეს არის “ომიკრონის” ქვე ჯგუფი თუ სრულიად ახალი და უფრო აგრესიული ჰიბრიდი. 

ერთადერთი რასაც ბრიტანელი ექიმები ამბობენ, ინფექციის დადგენა მოქმედი ტესტებით, გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა შტამების. ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბრაზილია, ჩინეთი, იაპონია – თითქმის მთელი მსოფლიო ცდილობს რეკორდულად გაზრდილ მაჩვენებლებს გაუმკლავდეს.

მხოლოდ საფრანგეთში ბოლო 24 საათში ვირუსი ნახევარ მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ თუ ინფიცირების დინამიკა კლებას არ დაიწყებს, იძულებული გახდებიან გამკაცრებული რეგულაციები კიდევ დიდი ხნით დატოვონ ძალაში.

პრევენციულ ზომებს იღებს შეერთებული შტატები, სადაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა იმ 22 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც ამერიკელებს პანდემიის გამო გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. მათ შორისაა ისრაელი, ავსტრალია, არგენტინა და ეგვიპტე. გარდა ამისა, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც დგინდება, რომ ვაქცინა “ომიკრონის” წინააღმდეგ ეფექტურია, განსაკუთრებით კი “ბუსტერ” დოზით აცრის შემთხვევაში.

ინფიცირების მზარდი დინამიკაა ჩინეთსა და იაპონიაში. მხოლოდ ბოლო 24 საათში ვირუსი 50 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა.

სტატისტიკა მზარდია ბრაზილიაშიც, სადაც დღიური მაჩვენებელი 160 ათას შემთხვევას აჭარბებს. ბრაზილიის ჯანდაცვის უწყებამ “სინოვაკის” გამოყენების ნებართვა გასცა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 5 წელს ზემოთ ბავშვებისთვის pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved