ფახულანი-წყოუშის ე.წ. საზღვრიდან, ოკუპირებული საბერიოს სოფლის მკვიდრი 3 თვის ჩვილი სპეციალური ეკიპირებით ზუგდიდის ევექსის ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვს 2 დღე მაღალი სიცხე ჰქონდა და იგი მკურნალობდა ჩეღალის ამბულატორიაში, მაგრამ ვინაიდან სიცხემ არ დაუწია, მისი გადმოყვანა გახდა საჭირო.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, ამ წუთებში ბავშვს უტარდება ყველა საჭირო ღონისძიება და მიცემული აქვს სიცხის დამწევი პრეპარტები, მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი პაციენტია, რომელიც ორმხრივი გართულებული პნევმონიით ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში შემოიყვანეს.
კომენტარები