• რეკლამა
  • კონტაქტი
18:04, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო, და სწორედ მაშინ უმუხთლა ბედმა” – ესპანეთში გარდაცვლილი ქალის ისტორია

ალია ავტორი - ალია
17:26 03-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ესპანეთში მცხოვრები, 74 წლის ქართველ ემიგრანტს, რომელიც კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა, საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონია.

მისმა მეგობარმა, მანანა კუბლაშვილმა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა:

„საოცარი ქალი იყო, ძალიან თბილი, გონიერი, სხვების დამხმარე. ჩვენ წლებია, ვიცნობთ ერთმანეთს. ბათუმში რამდენიმე დღით მის სახლშიც ვცხოვრობდი, როდესაც ჩემს ქალიშვილის (საოპერო მომღერალია) იქ სპექტაკლი ჰქონდა.

ქალბატონ გულნარას 3 ქალიშვილი ჰყავდა. უმცროსი გოგონა სტუდენტი გახლდათ, თურქეთში სწავლობდა და იქ გარდაიცვალა, ავარიით – ავტობუსი გადაბრუნდა და იქ მოჰყვა. ეს დიდი ხნის წინ მოხდა.

შვილის სიკვდილი ძალიან განიცადა, საჭმელზე, ექიმზე უარი თქვა – სიკვდილი სწყუროდა. ფაქტობრივად, ლოგინად ჩავარდა და ამის გამო ვერ მიხედა თავის საკმაოდ წარმატებულ ბიზნესს. გაკოტრდა და ვალები დაედო.

სხვების (მოვალეების) მიმართ ვალდებულების გრძნობა გაუჩნდა და ამის გამო ადგა მხოლოდ. რომ ვერაფერი გააწყო და დაქცეული საქმე ვეღარ წამოაყენა ფეხზე, პატრიარქთან მივიდა კურთხევისთვის, რომ საზღვარგარეთ წასულიყო და ვალები გაესტუმრებინა.

წლებმა მისი ტკივილი ვერ მოაშუშა. გამუდმებით გარდაცვლილ შვილზე ფიქრობდა, განიცდიდა, მაგრამ პარალელურად დარჩენილ ორ შვილზეც ზრუნავდა, ვალებიც პირნათლად გაისტუმრა.

როგორც მახსოვს, 20 წელზე მატია, რაც ემიგრანტია, ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა, წელშიც გაიმართა. აქაური პენსიაც დაუნიშნეს და საქართველოში აპირებდა დაბრუნებას, რომ შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფილიყო, მაგრამ ურჩიეს, რომ იმ ქრონიკული დაავადებეზე ემკურნალა ბარემ და ისე დაბრუნებულიყო საქართველოში.

ამის შემდეგ გადაწყვიტა, 1-2 წელი დარჩენილიყო, რომ ექიმებთან ევლო და ჯანმრთელობა გაეუმჯობესებინა, მაგრამ ახლა ეს კორონავირუსი დაემთხვა და სამწუხაროდ, ვერ გადაიტანა.

ძალიან განვიცადე, სიცოცხლით სავსე ქალი იყო, ასაკიც არ ეტყობოდა და როცა უკვე თავის ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო და მათთან ყოფნით გაეხარა, სწორედ მაშინ უმუხთლა ბედმა თუ ჯანმრთელობამ…

ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას…

„ამ სამყაროში… ყველაზე მძიმე, ყველაზე საშინელი გზა……შვილის საფლავისკენ მიმავალი დედის გზაა“. – წერს ფეისბუქში ქალბატონი გულნარა.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved