• რეკლამა
  • კონტაქტი
05:04, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ – სეს

ალია ავტორი - ალია
21:48 03-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებაშია აღნიშნული.

ბრძანების მიხედვით, ფუნქციონირება უნდა განაგრძონ შემდეგმა ბიზნესოპერტორებმა: სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებმა (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარულიბაზრები); სურსათის სამაცივრე მეურნეობებმა; სურსათის წარმოება/გადამამუშავებელმა საწარმოებმა (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობებმა, ცხოველთა სასაკლაოებმა (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე)); საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა, მხოლოდ მიწოდების სერვისით; ცხოველის საკვების გადამამუშავებელმა საწარმოებმა; სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორებმა (მათ, შორის იმპორტიორებმა); ვეტერინარულმა კლინიკებმა; ცოცხალი ცხოველების ბაზრებმა/ბაზრობებმა; ცხოველთა ფერმებმა; ვეტერინარულმა აფთიაქებმა/ვეტერინარული პრეპრატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტებმა; ზოომაღაზიებმა; პესტიციდებისა და აგროქიმიქატების აღიარებულმა საცალო/საბითუმო ობიექტებმა; სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიებმა; საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებმა.

„დაევალოს თბილისის საქალაქო სამსახურის და რეგიონული სამმართველოების უფროსებს, მათი სამოქმედო ტერიტორიების ფარგლებში, უზრუნველყონ ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული​ბიზნესოპერატორებისთვის შემდეგი რეკომენდაციების გაცემა. ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები: სურსათის გაციების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალის მიერ გამოყენებული იქნეს ერთჯერადი პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; პერსონალის მიერ ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით; ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან,​ რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა);

ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის ე.წ. მიწოდების სერვისით სურსათის მიწოდებას, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები: პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით; სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი​ საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას,მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები: ა) პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით; ბ) რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის (არანაკლებ ერთი მეტრი) დაცვის გაკონტროლება“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ქვეყნის მასშტაბით დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვისა და მობილურობის ხარისხი უნდა შეიზღუდოს. მისივე თქმით, ეს არის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შეფერხდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved