მღვდლების, ეპისკოპოსების, სტიქაროსნების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და ზოგადად, ყველა ადამიანის უკანონო, ტოტალურ მოსმენას აპროტესტებენ ამ წუთებში სუს-თან, პარტია ,,ლელოს” აქტივისტები.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში უკანონო მიყურადება და თვალთვალი. ახალგაზრდა თაობას არ გვსურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სუსი ჩვენს სახლებში, ჩვენს საძინებლებში, იქნება. – ამბობს ,,ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ოთარ ფარულავა.
კომენტარები