• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნუ დაუყრით მიუსაფარ ადამიანებს აყროლებულ საკვებს, ამას არაფერი აქვს საერთო სიკეთესთან” – ფოტოები

ალია ავტორი - ალია
17:32 11-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

ჟურნალისტი, თამო კეშელავა, ავრცელებს ფოტოებს და წერს:

არ ქნათ, ადამიანებო, ეს.
ნაჩუქარ ცხენს კბილი თუ არ უვარგა, თუ არ აქვს მისი მოვლის თავი ვისაც ჩუქნით, ცხენსაც დაღუპავთ და იმასაც, ვისაც აჩუქეთ.
ესაა სოციალური მაცივარი – თბილისშია ეს ფოტოები გადაღებული.
გაფუჭებული, ნაჭამი საჭმელი, გაფუჭებული, დამპალი მწვანილები, რომელზედაც, ეჭვი გამიჩნდა, რომ რომელიმე მაღაზიამ დაყარა, ბოლო დროს ხშირად მხვდება მეც მაღაზიაში ეს მწვანილი გაფუჭებული, გახსნილი, ნახევრად დალეული წვენი, დამპალი ბოსტნეული. გავიტანე ნაგავი, გადავყარე, მაგრამ მაცივარი გასაწმენდია, და ვეცდები უახლოეს მომავალში, გავწმინდო, რამე გზა მოვიფიქრო, რომ ისე გავწმინდო მცირე წყლის გამოყენებით, რომ უსაფრთხო იყოს საკვებისთვის. გარდა ამისა, მაცივარი არაა ელექტროენერგიაში შეერთებული. რაც კიდევ უფრო ართულებს მასში რამის სწორად შენახვის ალბათობას. მას შემდეგ, რაც გავარკვევ, რომელიმე კომპანია იღებს თუ არა თავზე, ამ მაცივრის მიხედვას, ვეცდები გავიგო, ვის შეუძლია ერთი მაცივრის ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აიღოს თავზე ახლომდებარე მაღაზიებიდან. პირველს, ცხადია, ნიკორას ვკითხავ, რადგან, ნიკორას წინ დგას.
დავუკავშირდი კომპანიას, რომელმაც თავის დროზე ეს მაცივარი დადგა, ვითხოვე დეტალების დაზუსტება, რადგან ძალიან ცუდი რამეა შიმშილი და არავინ იცის, ვინ შეიძლება აიღოს ის დადებული გაფუჭებული საჭმელი და ვინ შეიძლება მოიწამლოს. ჯერჯერობით, კომპანია უკუკავშირზე არ გამოსულა და არ ვიცი, რას მიპასუხებს. ფაქტია, კარგი რამის გაკეთება სურდა, მაგრამ შეიძლება, ცუდად მოტრიალდეს და ვინმე სასიკვდილოდაც მოიწამლოს.
სოციალური პასუხისმგებლობა არ არის ჩუქება, სოციალური პასუხისმგებლობა ზრუნვაა და არ აჩუქოთ და არ გასცეთ ნივთები, პროდუქტები, რომლებსაც ვერ გამოიყენებს, რომლის გამოყენებაც საფრთხის შემცველია.
ნუ დაუმძიმებთ ისედაც მძიმე ცხოვრებას.
ზრუნვა არ არის კუჭის ამოვსება, ზრუნვა ადამიანად დარჩენაში, ადამიანობის გაღვიძებაში დახმარებაა და ორივე მხარეს, მჩუქებელსაც და საჩუქრის მიმღებსაც ერთნაირად გამოგვადგება.
ნუ გააკეთებთ, ასეთ რამეებს, ადამიანებო, ნუ დაუყრით აყროლებულ რაღაცა ყუთში აყროლებულ საკვებს და ნუ დააწერთ რომ ეს სიკეთეა, არაფერი საერთო ამას სიკეთესთან არ აქვს, მავნებლობაა ეს, სამწუხაროდ, სიკეთის სახელით.
ნუ ეტყვით მიუსაფარ, უსახლკარო ადამიანებს, რომ ისინი ამ ფორმით იმსახურებენ საკვების მიღებას, პირიქით, უთხარით მათ, რომ ისინი უკეთეს იმსახურებენ, რადგან, რეალურად ესაა ზრუნვის მთავარი პრინციპი და არა სავსე კუჭი.
ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის იმსახურებს საკვებს, ჭერს, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებას!
ამ ფოტოებზე ჩანს ეს? ჩანს ამ ფოტოებზე, რომ ამის შემხედვარე მიუსაფარმა ადამიანმა შეიძლება თავი უკეთ იგრძნოს და მოტივაცია და იმედი მიეცეს? ჩანს ამ ფოტოებზე სადმე, ზრუნვა? ჩანს ამ ფოტოებზე სადმე სიკეთე? ჩანს ამ ფოტოებზე სადმე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონდეს კვების, ჯანმრთელობის შენარჩუნების, ჭერის, სიცოცხლის უფლება?
არ დაიწყოთ კომენტარებში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ლანძღვა, უბრალოდ ვაჩვენოთ ის, რასაც ვერ ხედავენ ისე ეჩქარებათ, ვუთხრათ ის, რაც ვერ გაიფიქრეს და მოიფიქრეს და ვიპოვოთ შეცვლის გზა.
განახლება:
ვესაუბრე კომპანიას, რომელმაც თავის დროზე დადგა ეს მაცივარი და მართლა უვლიდა ადრე, შეუცვლია მისამართი, გადასულა და რადგან ხალხი იყო შეჩვეული ამ მაცივარს, დატოვა, რომ ისევ გააგრძელონ ადამიანებმა მისი გამოყენება. ელექტროენერგიასაც უზრუნველჰყოფდა თავად, სანამ მოუწევდა ოფისის შეცვლა.
ახლა გვაქვს ორი გზა – ერთი, დატოვოს ეს მაცივარი და ახლომდებარე რომელიმე მაღაზიამ, რომელიმე კომპანიამ, ითაოს მისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას, გაწმენდაში მე პირადად მივიღებ მონაწილეობას ამ შემთხვევაში და მეორე გზაა, საერთოდ წაიღოს, რომ არავინ მოიწამლოს.
ამ დღეებში ჩამოვივლი ახლომდებარე კომპანიებს და შეგატყობინებთ, რით დასრულდება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved