• რეკლამა
  • კონტაქტი
14:53, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნიუ ჰოსპიტალსს” საერთაშორისო KTQ აკრედიტაცია მიენიჭა

ალია ავტორი - ალია
13:45 04-05-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
371

„ნიუ ჰოსპიტალსს“ სამედიცინო პროცესების და პაციენტთა უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა და ხარისხის მართვის სერტიფიკატი გადაეცა.

გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ აუდიტორები „ნიუ ჰოსპიტალსს“ მონიტორინგის მიზნეთ ეწვივნენ და შეფასების პროცესი კლინიკის ადმინისტრაციულ და სამედიცინო პერსონალთან ერთად წარმართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კლინიკის ხარისხის მენეჯმენტი შეაფასეს KTQ-ს სხვადასხვა კრიტერიუმით, როგორიც არის პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია; ასევე მენეჯმენტი და ხარისხის მართვა, რაც სამედიცინო დაწესებულებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

ორგანიზაციის დირექტორმა, რონალდ ნეუბაუერმა „ნიუ ჰოსპიტალსი“ დადებითად შეაფასა აუდიტის ყველა მიმართულებით და განაცხადა, რომ სამედიცინო სფეროში მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ხოლო აღნიშნული აკრედიტაციის მინიჭება დასტურია იმისა, რომ „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი ზრუნავს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება ქართველ და უცხოელ პაციენტებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად. დაარსების დღიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამედიცინო დახმარება გაეწია ასიათასობით ადამიანს – ჩატარდა 240,000-მდე სტაციონარული და 1,500,000-მდე ამბულატორიული მომსახურება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ქრონომეტრი – ბინა ლისზე
ახალი ამბები

“ქრონომეტრი” ლისზე –  სპეციალური შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

13:57 11-09-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved