სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს:
“არ ვიღებ ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებებს სერიოზულად. მან ისიც თქვა, რომ მე თითქოს ვაკეთებდი განცხადებებს საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად. ვფიქრობ, მისი განცხადებები ხშირად იუმორის ჟანრიდან არის, ამიტომ ასეთი განცხადებები ჩემთვის არასერიოზულია და არ ვაპირებ მის კომენტირებასა და პოპულარიზებას”
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში დაადანაშაულა.
კომენტარები