• რეკლამა
  • კონტაქტი
20:28, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნიკაგვარამიას ფაქტორი ცალკე დარჩენილ ყოფილ ნაციონალებზე ძალიან კარგად იმუშავებს ორი მიზეზის გამო… “

ალია ავტორი - ალია
16:36 01-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,500

ანი დვალიშვილი

ნაციონალური მოძრაობის გარდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯეერაც ვერ გარკვეულა, რას იზამს მომდევნო არჩევნებზე, გაერთიანდება, ცალკე გავა… მხოლოდ „ლელო“ ამბობს, ცალკე ვიქნებით და ხელისუფლებაშიც მოვალთო, მაგრამ გვეეჭვება, გუნდის ლიდერებს გულის სიღრმეში ამ ყველაფრის სჯეროდეთ. თუ სჯერათ, მაშინ ძალიან გულუბრყვილოები ყოფილან და თუ არ სჯერათ… აბა, იმას ხომ არ იტყვიან, არჩევნებში მესამე ადგილზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მაგარი შედეგი იქნებაო. დამოკლეს მახვილივით დაკიდებული 5%-იანი ბარიერი კი, ყველა დანარჩენს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის და ეს ურეიტინგო, მაგრამ გამოცდილმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან.

არის კიდევ ერთი, საინტერესო გამოსავალი. თებერვალში, ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადებას ნიკა მელია გააკეთებს და ძალიან, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ დამფუძნებელ ყრილობაზე მის გვერდით ნიკა გვარამიაც იდგეს. გვარამიას ფაქტორი ცალკე დარჩენილ ყოფილ ნაციონალებზე ძალიან კარგად იმუშავებს ორი მიზეზის გამო – ჯერ ერთი, არავინ დაიჯერებს, რომ გვარამია სააკაშვილის წინააღმდეგ წავა და მასთან მისასვლელ ყველა გზას მოიჭრის და მეორეც, ის ძალიან ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს ხვდება და დასავლეთიდან არც თუ ცუდი მხარდაჭერა აქვს. ეს ყველაფერი გაზაფხულამდე უნდა გაირკვეს და დალაგდეს, რადგან გაზაფხულზე, საჭიროების შემთხვევაში, ახალმა ძალამ, ქუჩაში ხალხის გამოყვანა და ამომრჩეველთა ოდენობის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. ამას აუცილებლად გააკეთებენ და როგორც გვეუბნებიან, მცირე მიზეზიც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ნიკა მელიამ მხარდამჭერები რუსთაველის მოედანზე გამოფინოს და ამით, ყველას დაუმტკიცოს, რომ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

აი, ხელისუფლებას კი, მელიას გასანეიტრალებლად არაფერი ახლის მოგონება არ სჭირდება, მასზე მარტივად იტყვის, რომ ის ნაციონალია და პარლამენტში მოხვედრას სწორედ ნაციონალების საამებლად ცდილობს, რომ მათ მხარეს იქნება, რომ ხაბეიშვილთან ომი უბრალოდ დადგმული იყო, რათა მხარდამჭერები არ დაეკარგათ და… დაახლოებით იგივე სცენარია, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ შემთხვევაში. მმართველი გუნდი, ჯერ ვერ თუ არ გარკვეულა, რას უპირებს არჩევნებისთვის „ხალხის ძალას“ და გადამწყვეტი სიტყვა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. „ხალხის ძალაში“ გადასული დეპუტატები პარლამენტარის მანდატს გარანტირებულად ითხოვენ და მათ შორის, როგორც წონიანი ფიგურები და უშუალოდ ივანიშვილის მეგობრები, ისე პარტიის შავი თუ თეთრი სალაროს სოლიდური შემწირველებიც არიან.

მანამდე კი… მანამდე თავისუფლად შეგვიძლია პოპკორნი მოვიმარაგოთ, რადგან პირველივე საპარლამენტი სესიაზე ოპოზიცია მორიგი შოუს დადგმას აპირებს. შოუების წინააღმდეგი წინასაარჩევნოდ არც მმართველი გუნდია და დაგვიჯერეთ, თვალსასეირო სანახაობები გველის. ჰო, მუშტი-კრივი აუცილებლად იქნება და უკან არცერთი მხარე არ დაიხევს. ერთი ეგაა, მანდატურის სამსახურს დაადგება ჯაფა, მაგრამ ეჭვი გვაქვს, კონკრეტულ მომენტში პარლამენტარებს ისინი ერთმანეთზე წუთით თუ არა, 30 წამით მაინც მიუშვებენ. რატომ? ასეთია გადაწყვეტილება და იმიტომ…

თეგები: ნიკა გვარამიანიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:28 07-17-2025
სოციალური დიზაინის დღეები –  ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები – ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი

11:34 07-17-2025
76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved