• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელიასთან ანგარიშები მაქვს, ღირსები არიან, რომ ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:00 05-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა:

„სადღაც შევხვდებით მე და ნიკა მელია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს შეხვედრა იქნება საჯარო. სად და რანაირად შევხვდები, ამას ყველა დაინახავთ. ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდა ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს. კაცს რომ ნაგვის ყუთი ჩამოამხეს თავზე ხომ გახსოვთ?! – რატომ შეხვედი აჭარის უზენაეს საბჭოშიო. ჩვენ სამი თვე რომ გვლანძღავდნენ, გვწყევლიდნენ და გვკრულავდნენ, პარლამენტში რატომ შეხვედითო და თვითონ არ შემოდიან? ნელ-ნელა რომ იპარებიან? ხომ არიან ღირსები ის ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ. ღირსები არიან, ნამდვილად ღირსები არიან, იმიტომ რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიბანძა.

სხვას რაზეც ლანძღავდნენ, თვითონაც იგივეს აკეთებდნენ. ერთი სული აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ როდის შემოვლენ პარლამენტში, 99%-ს უნდა შემოსვლა, რამდენიმეა, ვისაც არ უნდა შემოსვლა. მე და ლევანს ვერ გაგვიბედეს, იმ წესიერ კაცს დაახურეს ნაგვის ყუთი თავზე. სანაგვისყუთე საქცილეს თვითონ არ ჩადიან? ცოტა წინ ხომ უნდა გაიხედო?!

რაც შეეხება არჩევნებს, პოლიტიკოსს თავისი შეცდომის აღიარება უნდა შეეძლოს. ყველაზე ადრე მივხვდით, რომ არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც იქამდე გვეგონა. ვერ ამტკიცებ ამ გაყალბებას. პირველ დღეებში გვეჩვენებოდა, რომ გაცილებით მეტად გაყალბდა. ამას ვაღიარებთ, რომ ეს იყო ჩვენი შეცდომა, მაგრამ ამას დროზე მივხვდით. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა სხვისი ხელით ნარის გლეჯა.

პარლამენტში შესულები ლანძღონ, ციხიდან ვინც შეთანხმებით გამოიყვანა ისინიც ლანძღონ და მერე ქუსლებით, შემოკაკუნდნენ ქუსლებიანი ფეხსაცმელებით პარლამენტში. თვითმმართველობის არჩევნებში არცერთ ტურში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ”

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში განაცხადება რომ ალეკო ელისაშვილი საკმაოდ შეცვლილია. „ბატონი ალეკო ელისაშვილი იწყევლება. იქით იმას მიაწყევლის, ხან მე მომაწყევლის, რაღაცა არ არის ის ალეკო, რომელიც მე მახსოვს.“

თეგები: ალეკო ელისაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved