• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნიკა მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ ციხესთან მისვლის შემთხვევაში, მიშა „გაიგუდებოდა“ და დასრულდებოდა მაგით ყველაფერი” – ინტერვიუ ყოფილ ძალოვანთან

ალია ავტორი - ალია
22:28 11-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

გიორგი ჯავახაძე, ალია

მასალა სრულად – “ალიას” 18 ოქტომბრის ნომერში.

14 ოქტომბერს აქცია იყო დედაქალაქში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და პარალელურად, არც მეტი და არც ნაკლები, უცებ, მოულოდნელად, ხანძარი გაჩნდა რუსთავის მე-17 დაწესებულებაში.

ხანძარი გაჩნდა ე.წ. სასადილოში. დაიღუპა 2 პატიმარი, თუმცა, პატიმართა დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მეორე დღეს გავრცელდა. მოიწამლა რამდენიმე პატიმარი. როგორც, ადვოკატი, ალექსანდრე კობახიძე უყვება „ალიას“ არც დაშავებულ და არც დაღუპულ პატიმრებს დამწვრობა არ აღენიშნებათ – ისინი კვამლით გაიგუდნენ და როგორც მას პატიმრები უყვებიან, ციხეში მყოფი ადამიანები შეკეტეს საკნებში, არ გადაიყვანეს მიმდებარე ციხეებში და სწორედ საკნებში შეღწეულმა კვამლმა გაგუდა ისინი. „ალიას“ ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელი იყო, თუ არა ხანძარი გადასულიყო იმ რუსთავის მე-12 დაწესებულებაზე, სადაც ამჟამად მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, კობაიძე პასუხობს, რომ კი, შესაძლებელი იყო. საგულისხმოა ისიც, რომ არც ერთი ბადრაგი არ არის დაშავებული, ოფიციალური მონაცემის მიხედვით, როგორ გაარჩია ბადრაგი და პატიმარი უბედურმა შემთხვევამ? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

„ალიას“ წყარო, რომელიც ყოფილი ძალოვანია და გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს ვინაობის დასახელება, შემდეგს უყვება:

„რუსთავის ციხეში ხანძარი გაჩნდა მაშინ, როცა ცხადი გახდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბებოდა თავისუფლების მოედანზე, ვინც ახლოს ცხოვრობს სანაპიროსთან, ყველამ ნახა რამსიგრძე იყო ავტოკოლონა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი შეიკრიბა დედაქალაქში, ხელისუფლებამ ყველაზე დიდი პოლიციური ძალა რეალურად ციხესთან მოაბილიზა. ერთი დაძახება უნდოდა ამ შეკრებილ ხალხს და ციხე იყო აღებული, ვისაც ძალოვნებში უმუშავია რამე პოზიციაზე მაინც, დამეთანხმება, რომ ამ ოდენობის ხალხს ვერავინ შეაჩერებდა.

ჩემი ინფორმაციით, ხანძარი არ იყო შემთხვევითი, სწორედ იმ დღეს და იმ ციხის მიმდებარედ, სადაც მიშაა ახლა. მე-12 ციხეში რომ გაჩენილიყო ხანძარი, ხალხს ვეღარ შეაკავებდნენ, მაგრამ ნიკა მელიას და „ენმ“-ის ლიდერებს, ნათლად დაუხატეს სურათი, რა მოხდებოდა შემდეგ – შემდეგ გაჩნდებოდა ხანძარი მე-12 დაწესებულებაში, გადაიკეტებოდა რუსთავი, დაიძრებოდა ხალხი რუსთავისკენ, მოხდებოდა შეტაკება, ამასობაში „გაძლიერდებოდა“ ხანძარი მე-12 დაწესებულებაში და შემთხვევით შეიძლებოდა დაღუპულიყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

ხელისუფლება კი, ხანძრის გაჩენას და რუსთავის ციხეებისკენ დაძრულ ხალხს ერთმანეთთან დააკავშირებდა და იტყოდა, რომ ხანძრის უკანაც ოპოზიცია დგას, შემდეგ კი იტყოდა, რომ ამ არეულობის დროს, მათ ვეღარ მოახერხეს მესამე პრეზიდენტის დროული გამოყვანა და შეტაკებასაც და სააკაშვილის სიკვდილსაც ოპოზიციას დააბრალებდა.

ნიკა მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მიშა „გაიგუდებოდა“ და დასრულდებოდა მაგით ყველაფერი.

„ალიას“ კიდევ ერთი სკანდალური და კულუარული ინფორმაცია მოაწოდა წყარომ – როგორც გვიყვება წყარო: „ხელისუფლება ყველაფრისთვის მზადაა, წარმოუდგენლად დიდ ფულზეა საუბარი, მიეჩვივნენ ყოველ დღე მზამზარეულ ფულს, ამის დათმობა ხელისუფლებაში მყოფ ძალებს, რასაკვირველია არ სურთ. ჩამოყვანილი ჰყავთ გაწვრთნილი რაზმები, რომლებიც სპეცრამში ჰყავთ ჯგუფებად, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, დაწყებული არასასურველი ადამიანების დახოცვიდან, დამთავრებული აქციების სასტიკად დარბევით.“

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპოზიცია რამდენიმე დღის წინ, ციხეში იმიტირებული ბუნტის შესაძლებლობასა და მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის სავარაუდო გეგმაზე ალაპარაკდა.

დღეს, 8 ოქტომბერს, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი გლდანის საავადმყოფოში გადაიყვანა. პარალელურად, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ანუ, აგინდა და სცემა. არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ნაცემი? ეს ის კითხვაა, რომელსაც ახლა ბევრი ადამიანი სვამს. სააკაშვილის სავარაუდო ცემის შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს ნიკა გვარამიაც.

ცოტა ხნის წინ, ნიკა მელიამ განაცხადა:

“არცერთმა ადამიანმა, რამდენი შემოგზავნილი ეყოლება, არ გაბედოს აქციის მოწყობა ციხესთან – ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელიც შემუშავებულია სუსში, რომ საფუძველი მივცეთ ხელოვნურად იმიტირებული ბუნტისა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს კიდევ უფრო მეტად, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.‘

შესაძლოა, ეს ნიშნავდეს იმას, რომ ნიკა მელიას და ოპოზიციას, ამჯერადაც დაემუქრნენ სააკაშვილის სიკვდილით, იმ შემთხვევვაში, თუ ისინი ციხესთან გამართავენ აქციას.

“არავინ გაბედოს აქციის მოწყობა ციხესთან” – რა არის სუს-ის გეგმა? – ნიკა მელია
თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved