დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში, წერს:
„ვენაში ვარ ჯანმოს თათბირზე, ვიცი საქართველოში რაც ხდება. აქ ვენაში, 2 შემთხვევაა უკვე და ჩრდილოეთ იტალია სულ ახლოა.
ნიღბიანი არავინ მინახავს, აეროპორტშიც კი. ქალაქში ვერ გავედი, მაგრამ, კოლეგებმა მითხრეს სრული სიმშვიდეა და შნიცელებს არავინ იმარაგებსო. ხო, ყველა ცოტა გაკვირვებულიც იყო ჩვენი მზადყოფნით და ოპერატიული ქმედებებით. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სიმშვიდის და სოლიდარობის მნიშვნელობას ასეთ დროს.
პ.ს. ნიღბები მთელ ევროპაში დეფიციტშიაო, თუმცა მათი გამოყენება მოსახლეობისათვის პირველი რჩევა ნამდვილად არ არის. ხელების ხშირი დაბანა ანუ ხელების დეზინფექციაა მთავარიო“
კომენტარები