• რეკლამა
  • კონტაქტი
13:00, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნეხვში ვართ, ოპოზიციამ გაუთვლელად გაამწვავა სიტუაცია და დამარცხდა”

ალია ავტორი - ალია
17:41 11-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

სოციალური ქსელის პირად გვერდზე, გია ნოდია, წერს:

“ფრთხილად, არაპოპულარული აზრებია!!!!!

1. ცხადია, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან სერიოზული დარღვევებით. ეს დარღვევები მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს (ამის მაგალითია უდანაშაულო ადამიანების, ივერი გელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრება მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლებისთვის ჩრდილის მისაყენებლად), ისე არჩევნების დღეს.

2. დაუშვებელია, თავმოყვარე საზოგადოებამ ასეთი რამ გადაყლაპოს. სერიოზული პროტესტი ბუნებრივი და სამართლიანი რეაქციაა.

3. მაგრამ უნდა დავსვათ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად არაკომფორტული კითხვა: რას ემსახურება პროტესტი, ემოციის გამოხატვას (ანუ „ორთქლის გამოშვებას“) თუ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მიღწევას? ამაზე ნათელი პასუხი ჯერ არ მაქვს.

4. პოპულარული ლოზუნგია პარლამენტის ბოიკოტი. რა შედეგს ვაღწევთ ამ შემთხვევაში? ამას ცხადად ვერავინ ხსნის. აქ შედარების ობიექტი უნდა იყოს 2008 და არა 2003 წელი. „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ექნება 76 მანდატზე მეტი, რაც სავსებით საკმარისია, რომ პარლამენტი ფორმალურად ლეგიტიმური იყოს და იმუშაოს (2003 წელს, „ახალი მემარჯვენეები“ რომ არ მისულიყვნენ პარლამენტში, შევარდნაძეს ამის შანსი არ ექნებოდა). რა მოუტანა 2008 წლის ოპოზიციას პარლამენტში არშესვლამ? არაფერი შემდგომი მარგინალიზაციის გარდა. 2011 წელს ციდან წმინდა ბიძინა რომ არ ჩამოფრენილიყო, ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობდა.

5. საუბრობენ ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე. ის ნამდვილად საჭიროა, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტის იდეასთან მიმართებით მას მნიშვნელობა არა აქვს: პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია შევა, არცერთი თუ ზოგიერთი, პარლამენტი მაინც ერთნაირად უფლებამოსილი იქნება.

6. ცხადია, ოპოზიციის არშესვლით ეჭვის ქვეშ დადგება პარლამენტის არაფორმალური ლეგიტიმურობა. მაგრამ ვის თვალში? თუ საერთაშორისო საზოგადოებას ვგულისხმობთ, მთავრობაზე მეტად ამ შემთხვევაში ოპოზიცია დაზიანდება. საერთაშორისო რეაქციების ძირითადი გზავნილი ცალსახაა: დარღვებები სამწუხაროა, მაგრამ არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობა გადაჭარბებული რეაქციაა.

7. თუ საუბარია პარლამენტის ლეგიტიმურობაზე ქართველი ხალხის თვალში, ბოიკოტს გამართლებულად ჩათვლის მხოლოდ ის, ვინც ისედაც უკიდურესად ნეგატიურადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ. „მდუმარე უმრავლესობისთვის“, ვისი აზრიც დემოკრატიაში გადამწყვეტია, ასეთი ქცევა მხოლოდ ოპოზიციის გადაჭარბებული რადიკალიზმის კიდევ ერთი დასტური იქნება, რასაც ისევ „ოცნება“ დაიხვევს ხელზე.

8. მე-6 და მე-7 პუნქტში გაკეთებული შეფასებებისთვის მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, სახელდობრ რამდენად დიდი იყო საარჩევნო დღის დარღვევების მასშტაბი. „ფორმულის“ ეგზიტ-პოლით (რომელსაც პრომთავრობულ მიკერძოებას ჭკუათმყოფელი ვერავინ დააბრალებს) „ოცნებამ“ 46% მიიღო. არსებითად იგივე შედეგი აქვს ხმების პარალელურ დათვლას ISFED-ის მიერ. ამ უკანასკნელმა დაუშვა, რომ ბიულეტენებში აღმოჩენილი შეუსაბამობებიდან გამომდინარე, კიდევ 4 პროცენტი შეიძლება დავაყენოთ კითხვის ქვეშ, მაგრამ ეს მხოლოდ დაშვებაა, ისიც მაქსიმალური. პოლიტიკურად შედარებით ნეიტრალური დამკვირვებლის ცნობიერებაში დაილექება აზრი, რომ ალბათური (მაგრამ არა დამტკიცებული) განსხვავება ოფიციალურ და სავარაუდო რეალურ შედეგებს შორის 2-4 პროცენტია; ცხადია, ესეც ბევრია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ არჩევნების ზოგადი შედეგი არალეგიტიმურად ცნო.

დასავლურ დემოკრატიებში, პარტია რომ 43-45%-ს იღებს პროპორციულ არჩევნებში, ეს დამაჯერებელ გამარჯვებად ითვლება; მით უმეტეს, თუ ის, გარდა ამისა, მაჟორიტარულ კომპონენტში ძალიან ძლიერ შედეგს აღწევს.

9. რა არის გამოსავალი? უნდა გაგრძელდეს პროტესტები, მაგრამ მათი მიზანი მიღებული ხმების დაცვა და ოფიციალური შედეგების სამართლიან შედეგებთან მიახლოება უნდა იყოს, თუნდაც ეს ოპოზიციის საერთო გამარჯვებას არ ნიშნავდეს.

10. უფრო რადიკალური მოთხოვნების (მაგალითად, არჩევნების შედეგების ზოგადი გაუქმების) დაყენებაც შესაძლებელია, მაგრამ, დიდი ალბათობით, მათ ვერ მივაღწევთ; მით უმეტეს, ამ შემთხვევაში „ოცნება“ დასავლეთის მხარდაჭერითაც შეიარაღდება.

გამოვა, რომ ოპოზიციამ გაუთვლელად გაამწვავა სიტუაცია და დამარცხდა, რაც ისევ მთავრობას გააძლიერებს (როგორც 2009 წლის პროტესტებმა გააძლიერა „ნაციონალური მოძრაობა“).

კი, ძალიან დიდ ნეხვში ვართ და ამ ნეხვიდან ამოსვლა ადვილი არ იქნება. ეს დიდი ხანია ვიცით (ზოგმა 2012 წლის 2 ოქტომბრიდან, ზოგი ცოტა გვიან მიხვდა), მაგრამ უნდა ვეცადოთ, ამ ნეხვში კიდევ უფრო არ ამოვიგანგლოთ და ამით პლუს სასაცილოებიც არ გავხდეთ. ამ არჩევნებმა გაგვაწბილა, მაგრამ მისი მძიმე შედეგი კიდევ უფრო არ უნდა დავამძიმოთ”

თეგები: 2020 არჩევნებიგია ნოდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved