“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიას თქმით, “ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა არის კატასტროფა”.
“სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი ივანიშვილის რეჟიმისვე დეკლარაციით, “არ დავიჭერდით, პოლიტიკაში რომ არ ყოფილიყოვო”, ასე თქვა ღარიბაშვილმა და მისი პატიმრობა, მას როგორც მოექცნენ, არის ძალიან მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის.
ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა არის კატასტროფა, მორალურად და პოლიტიკურად. ის, რომ დღეს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის სახე და სპიკერები არიან ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეს ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა. ეს არის პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის, ამაში სააკაშვილიც შედის”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კომენტარები