“ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მწერალი, მერაბ შათირიშვილი:
“თანდათან ვრწმუნდები, რომ ნაციონალური მოძრაობა წმინდანთა კასტაა, ხოლო სააკაშვილი უპირველესი წმინდანი, ფრთებშესხმული სიკეთის მთესველები არიან, მათ არ დაუხოცავთ ასეულობით ახალგაზრდა და არ დაუტერორებიათ ქართველი ბიზნესმენები, კაპიკი არ უშოვიათ, შემწვარ კვერცხსა და შავ პურზე გადადიოდნენ, არცერთი მიტინგი არ დაურბევიათ და “იმედის” ტელევიზიაში ნაცები კი არ შეჭრილან, ეს დადგმული სცენარი იყო, მოკლედ, არც 2008 წლის ავადსახსენებელი ომის ინსპირატორები იყვნენ, არაფერში მონაწილეობა არ მიუღიათ და ცხადია, არც არაფერი დაუშავებიათ, საერთოდ, არ იყვნენ, ბატონო, ამქვეყნად და, რას ემართლებით?.. კი მაგრამ, თუ არ იყვნენ და არაფერი უმსგავსი ჩაუდენიათ, ახლა რატომღა არიან?.. აი, საკითხავი სწორედ ეს არის!..
უცებ ჩურჩული ჩამესმა: კოაბიტაცია, ვეჟო, კოაბიტაცია!..”
კომენტარები