საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„შიდაპარტიული დაპირისპირება იმაზე არ მიმდინარეობს, თუ ვინ უფრო შესთავაზებს საქართველოს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. შეჯიბრია იმაზე, ვის უფრო მეტი რესურსი აქვს რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის, ასევე დესტრუქციისა და დესტაბილიზაციისთვის.
ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემაა „ერთგულება“ იმ პრინციპისადმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დიდი ხნის წინ გაახმოვანა, რომ ხელისუფლების ცვლილება არანაირი არჩევნებით არ არის შესაძლებელი, თუ არ იქნება რევოლუციური პროცესების განვითარება. ამის მაგალითი არაერთხელ ვიხილეთ.”
კომენტარები