ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, აქვეყნებს კათოლიკო-პატრიარქთან გადაღებულ ფოტოს და წერს:
“ჩვენს უწმინდესს დღეს 89 წელი შეუსრულდა. უფალმა გამძლეობა და ჯანმრთელობა არ მოაკლოს!
ვიხსენებ ევროკავშირში პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობას. “ნაცების” რეჟიმია, პროტესტებით ინგრევა საქართველო და ელჩმა მითხრა შევხვდეთ, მაინტერესებს ეკლესიის აზრიო. მახსოვს დიდი შაბათი იყო აღდგომამდე, წირვაზე მისვლაც კი გადადო პატრიარქმა. ძალიან სასიამოვნოდ გაგვიკვირდა. უწმინდესმა ისე ახსნა პოლიტიკური ვითარება რომ ბევრ ანალიტიკოსს გაანცვიფრებდა. მანქანაში ელჩმა მითხრა – რა ბედნიერია საქართველო როცა ასეთი ლიდერი ჰყავს.”
კომენტარები