• რეკლამა
  • კონტაქტი
04:43, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნატოს დაარსებიდან 72 წელი გავიდა

ალია ავტორი - ალია
10:43 04-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს დაარსებიდან 72 წელი გავიდა.

ორგანიზაცია, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა, არის ჩრდილოეთ ამერიკის ორი და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა – როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, ანუ ვაშინგტონის ხელშეკრულება ნატოს ფუძემდებლური დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში გაფორმდა. ამიტომ უწოდებენ მას ვაშინგტონის ხელშეკრულებას. ხელშეკრულება 14 პუნქტისაგან შედგება. თუმცა, ხელშეკრულების ქვაკუთხედი მეხუთე პუნქტია, რომლის თანახმად, თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე.

მოგვიანებით, 1952 წელს, ამ ხელშეკრულებას თურქეთი და საბერძნეთი შეურთდა. 1955 წელს, ვაშინგტონის ხელშეკრულებას გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მოაწერა ხელი, ხოლო 1982 წელს ესპანეთმა. 1990 წელს, გერმანიის გაერთიანების შედეგად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც გერმანიის განუყოფელი ნაწილი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდა. 1999 წელს, უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოს წევრები გახდნენ. 2004 წელს ნატოში გაწევრიანდა ევროპის შვიდი ქვეყანა: ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესტონეთი. ალბანეთი და ხორვატია, რომლებიც ნატოში 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის სამიტზე მიიწვიეს, ოფიციალურად ალიანსის წევრები 2009 წლის 1-ელ აპრილს გახდნენ. 2017 წლის 5 ივნისს მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა, 2020 წელს კი, ორგანიზაციას ჩრიდილოეთ მაკედონია შეუერთდა.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია შეიქმნა წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა ამ ქვეყნების თავისუფალ არჩევანს, გაწევრიანების საკითხის საჯარო განხილვასა და შესაბამისს საპარლამენტო პროცედურებს. ვაშინგტონის ხელშეკრულების თანახმად, ალიანსის წევრები იღებენ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, ერთობლივად გაიზიარონ კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved