• რეკლამა
  • კონტაქტი
00:30, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია მერებაშვილი: რეზონანსულ საქმეებზე პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას ყოველთვის პროაქტიულად აწვდის

ალია ავტორი - ალია
20:05 06-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

რეზონანსულ საქმეებზე, სადაც საზოგადოების ფართო დაინტერესება არსებობს, ყოველთვის ხდება პროკურატურიდან პროაქტიულად ინფორმაციის მიწოდება საჯაროდ საზოგადოებისთვის – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, სახალხო დამცველმა პროკურატურის მიმართ 14 რეკომენდაცია გასცა, რომლებიც შეეხებოდა როგორც ზოგადად უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ისე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, მათზე ანგარიშგებას და ექვს თვეში ერთხელ საქმეების გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ასევე, აღნიშნული საქმეების შესახებ საქართველოს პარლამენტისთვის გენერალური პროკურორის მიერ ანგარიშის წარდგენას.

“რაც შეეხება გენერალური პროკურორის ანგარიშს, პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი საქართველოს პროკურატურის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლის წესის შესაბამისად, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე გენერალური პროკურორი საქმის გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე ანგარიშგებას არ ახდენს” – აღნიშნა ნათია მერებაშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც„2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენას დაესწრო.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved