• რეკლამა
  • კონტაქტი
13:23, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშიამ საბოლოოდ აღიარა, რომ 30 მილიონი პირად ანგარიშზე ჩაერიცხა

ალია ავტორი - ალია
12:44 07-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,221

„პერსონალურ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ყოფილმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინვესტორისგან თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხა და მისი ოდენობა 30 მილიონ ლარს შედგენდა. ამით 2-წლიან დისკუსიას დაესვა წერტილი. კონკრეტულად, წლების განმავლობაში ნათია ჯანაშია არ ადასტურებდა თანხის ჩარიცხვას პირად ანგარიშებზე და ამბობდა, რომ სკოლა არ გაუყიდია. თუმცა, გუშინ ნათია ჯანაშიას ოფიციალური განცხადებით სადავო აღარ არის, რომ 30 მილიონი ლარი პირადი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდა და არა სკოლის განვითარებას, რადგან სკოლას ეს 30 მილიონი არ მოხმარებია“, – ნათქვამია აფბას მონიტორინგის სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

აფბა- ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს და საზოგადოებას დავასთან დაკავშირებით ზუსტ და დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

აფბას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებული ინფორმაციებით მკაფიო სურათი იკვეთება, რომლის თანახმადაც 30 მილიონის აღების შემდეგ, ნათია ჯანაშია ეწინააღმდეგებოდა სკოლის განვითარებისთვის ინვესტორის მიერ ოქროყანის მიწის საწესდებო კაპიტალში შემოტანის პროცესს და ინვესტორის ასეთ მცდელობებს ბლოკავდა.

„ეს ინფორმაციაც ასევე ღია წყაროებიდან მოვიპოვეთ. თავად ნათია ჯანაშიამ მასთან დაახლოებული და ნდობით აღჭურვილი პირის კონტროლირებად რესურსზე არაერთხელ განაცხადა მიწის საწესდებო კაპიტალში შეტანის წინააღმდეგობის შესახებ, რადგან არ უნდოდა წილობრივად მიწის ღირებულების გადახდა. ჩვენი ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვნები, ნათია ჯანაშიამ სრულად დაადასტურა. ვფიქრობთ, რომ მოვიდა დრო, როდესაც ჯანაშია და მისი მეუღლე უარს იტყვიან ცილისმწამებლურ კამპანიაზე და სრულად გაასაჯაროვებენ ყველა იმ დოკუმენტს, რომლის გასაიდუმლოებითაც ახლა სარგებლობენ და საზოგადოება შეყავთ შეცდომაში.

კერძოდ, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ლონდონში შეტანილ სარჩელში ნათია ჯანაშია უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას და ოლიგარქიულს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობას. ასევე ამ სარჩელში კორუმპირებულად აცხადებს მთელ სასამართლო სისტემას. ჩვენი მოთხოვნა ისევ ძალაშია: ნათია ჯანაშიამ ან მისმა უფლებადამცველმა გაკეთოს ოფიციალური და საჯარო განცხადება სარჩელის ამ პუნქტთან დაკავშირებით, რათა დაცული იყოს სააჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი. ნათია ჯანაშიას განზრახვის კეთილსინდისიერება ამ ნაბიჯითაც შეფასდება. ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით დავის მიმდინარეობას და საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას“, – ნათქვამია აფბას მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20-22 ივლისს ლონდონშის სასმართლოში ჯანაშიას სარჩელის დაშვებადობის თაობაზე პირველი სხდომები გაიმართება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved