• რეკლამა
  • კონტაქტი
13:16, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშიამ ბიზნეს-დავა ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლად გადააქცია

ალია ავტორი - ალია
12:11 07-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ორ წელიწადზე მეტია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო არსებულმა დავამ სასამართლო დარბაზის პარალელურად საჯარო სივრცეშიც გადაინაცვლა. საკითხის გააქტიურების კვალდაკვალ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ დავის მონიტორინგი დაიწყო და საზოგადოებას პერიოდულად თემის აქტუალურ საკითხებზე აწვდის ინფორმაციას.

ბოლო პერიოდში, დავის გარშემო განვითარებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, აფბას ხელმძღვანელს გიორგი კაპანაძეს ვესაუბრეთ.

– ჩვენი ინტერვიუს ძირითადი თემა დავის გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსშეეხება. შესაბამისად, საუბარი დავიწყოთ აფბას ბოლო განცხადებით, სადაც საუბარი იყო საბოტაჟზე, რომელიც მიმართული იყო საბანკო სექტორის წინააღმდეგ. კონკრეტულად რას ეხებოდა და სად დაინახეთ საბოტაჟის ნიშნები?

– თქვენ ალბათ გულისმობთ ნათია ჯანაშიას მიერ „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ გაცხადებული ბოიკოტის მოწოდებებზე, რომელმაც ბოლო პერიოდში რეიდერული კამპანიის სახე მიიღო. ეს,ფაქტობრივად, არის ქართული საფინანსო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი.

მონიტორინგის დაწყების პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვახორციელებდით ორ ბიზნესსუბიექტს შორის არსებული დავის საზოგადოებრივმონიტორინგს, თუმცა საქმის შესწავლის პარალელურად სულ უფრო მეტად იკვეთებოდა, რომ ადგილი ჰქონდა ჯანაშიას მხრიდან ინვესტორის წინააღმდეგ მართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. თუკი პირველ ეტაპზე ჯანაშიას მთავარი სამიზნე იყო „საქართველოს განათლების ჯგუფი“, „საქართველოს კაპიტალი“ და საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს, ბოლო პერიოდში იგი პირდაპირ დაუპირისპირდა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ბანკს და,ზოგადად, ქვეყნის საბანკო სექტორს.

ჯანაშიამ ორ სუბიექტს შორის არსებული ბიზნეს დავა, ფაქტობრივად აქცია პირად  ბრძოლად ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ. მის მიერ გავრცელებულიმოწოდებები – „დახურეთ თქვენი ანგარიშები, გააუქმეთ ყველა პროდუქტი და სერვისი“,უპასუხისმგებლობასთან ერთად, სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. თუ აქამდე მსგავსიშინაარსის განცხადებები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისკენ იყო მიმართული და დადანაშაულების გზით მათი ყურადღების მიპყრობას ისახავდა მიზნად, ბოლო პერიოდში პირდაპირი შეტევა სწორედ ქართული ეკონომიკის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

– და რა არის ნათია ჯანაშიას მიზანი? რის მიღწევას ცდილობს იგი ამ მოწოდებებით?

– რთულია ისაუბრო ნათია ჯანაშიას მიზნებზე, ზოგადად ამ პროცესში ჯანაშიას მიერ გავრცელებული განცხადებების შინაარსი და მათი მიზანი ხშირ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, ვინაიდან იგი არანაირ ლოგიკას არ ეფუძნება. თუმცა, ფაქტია, რომ მსგავსი მოწოდებები საბანკო სექტორისა და წამყვანი ქართული ბანკის წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივია და იგი აზიანებს როგორც თავად სექტორს, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას. საბანკო და საფინანსოსექტორი ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგია. მის წინააღმდეგ საჯარო მოწოდებები, ფინანსური საფუძვლის გარეშე, ფაქტობრივად, ეკონომიკური ზეწოლის ფორმას იღებს. მსგავსი სპეკულაციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების ნდობაზე, ინვესტორთა განწყობებსა და ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე.

– ერთია მოწოდებები, თუმცა მეორეა ამ მოწოდებების შედეგი. თქვენი მონიტორინგის ფარგლებში ხომ არ გამოკვეთილა კონკრეტული უარყოფითი შედეგები ამ მოწოდების შედეგად?

– მსგავსი რამ არ მომხდარა. პირიქით, „საქართველოს ბანკის“ აქტივები ყოველწლიურად იზრდება, ხოლო საერთაშორისო დონეზე, „საქართველოს ბანკი“, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. მაგრამ ერთი რამ გასათვალისწინებელია – არაკანონიერი და მართლსაწინააღმდეგო ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს აღკვეთილი, რათა ისედაც რთულ გეოეკონომიკურ რეგიონში, სადაც უამრავი დესტაბილიზაციის კერაა, ქართული ეკონომიკა

– კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო: ნათია ჯანაშიამ პირად გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აკადემიის წილი არ გაუყიდია, მაშინ, როცა თავად გამოაქვეყნა წილის გაყიდვის ხელშეკრულებიდან ამონარიდი. რასთან გვაქვს საქმე?

– არ მინდა რომელიმე მხარე უარყოფითად წარმოვაჩინო, მაგრამ პირადად ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საუბრობდე, რომ წილი არ გაგიყიდია მაშინ, როდესაც ამ ყველაფერში თითქმის 30 მილიონი ლარი გაქვს აღებული. ამბობდე, რომ მოგატყუეს, მაშინ, როდესაც „სამხარაულის ეროვნული ბიუროს“ მიერ არის დადასტურებული, რომ 70% იანი წილის სანაცვლოდ მიღებული 29.3 მილიონი ლარი, სკოლის იმჟამინდელ საბაზრო ღირებულებას 545 ათასი ლარით აღემატებოდა. აცხადებდე, რომ ინვესტორის მიზანი თავიდანვე შენი გაგდება იყო, მაშინ, როდესაც  ინვესტორმა საბაზროზე ძვირად იყიდა წილი და შემდგომ აკადემიის დირექტორად დაგტოვა და წელიწადში 1 მილიონი ლარი დაგინიშნა ხელფასად. და ისიც ხომ ცხადია, რომ დავა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთაშორისოდ აღიარებულმა აუდიტორულმა კომპანიამ, ჯანაშიას მმართველობის პერიოდში ლისის ტბის მიმდებარედ ახალი კამპუსის მშენებლობისას მიტაცებული 4 მილიონი დოლარის გაფლანგვა დაადასტურა. ეს ყველაფერი, სხვათაშორის, ქალბატონ ნათია ჯანაშიას ქრონოლოგიური სიზუსტით აქვს აღწერილი, ოღონდ გარკვეული თავისებური ცვლილებებით, რომელიც ორუელის დისტოპიურ დევიზებს მოგვაგონებს.

ქალბატონ ნათიას თავისი „ჭეშმარიტების სამინისტრო“ აქვს აშენებული, თავისი გამოცემები აქვს შექმნილი, სადაც ყველაფერი თავდაყირა დგას. მის სამყაროში ომი – მშვიდობაა, წილის გაყიდვა 30 მილიონად – გაცურება, სკოლის ფინანსების გაფლანგვა-მიტაცება – ზრუნვა ახალ თაობაზე, ძალადობა და სიძულვილის ენა – სათნოება, ცილისმწამებლური კამპანია – კეთილშობილური ნაბიჯი, ხოლო უცოდინრობა – ძალა.

– დასასრულს შევეხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, საქალაქო სასამართლოში გაიმართა პირველი სხდომა, რომელიც აღნიშნულ დავას ეხებოდა, რა ძირითადი საკითხები გამოიკვეთა ამ სასამართლოზე?

– სასამართლო სხდომები ნამდვილად დაიწყო, თუმცა ჯერ საქმის არსებით განხილვები არ დაწყებულა და საწყისი, მოსამზადებელი ეტაპია. შესაბამისად, კონკრეტული დეტალები ჯერ არ გამოკვეთილა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო სხდომების დაწყება მნიშვნელოვანი ამბავია, ვინაიდან იქ პირდაპირ გამოიკვეთება მხარეთა არგუმენტები, ფაქტები და ის თუ რომელი მათგანის განცხადებებია დაფუძნებული სიმართლეზე და რომელი ცდილობს აწარმოოს დიფამაციური კამპანია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved