• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშია მარცხს შეეგუა და ახლა ზიანის შემცირებას ცდილობს – აფბა

ალია ავტორი - ალია
13:52 07-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
499

„ბოლო პერიოდში ნათია ჯანაშიას მიერ შეცვლილი კამპანია და განცხადებები, რომელსაც იგი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი მარცხს შეეგუა და ახლა ზიანის შემცირებას ცდილობს“, – ამის შესახებ აფბას მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რომელიც აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოიწყო.

აფბას მონიტორინგის სამსახურის დაკვირვებით, ბოლო დროს ნათია ჯანაშიას რიტორიკის ცვლილება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია საქართველოში სასამართლო პროცესების დაწყებასთან და ლონდონის სასამართლოში დავის განხილვის საეჭვოდ გაჭიანურებასთან.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის სასამართლოს, პირველ რიგში, უნდა ემსჯელა იურისდიქციის დაკმაყოფილებაზე. 2025 წლის 2 მაისს ნათია ჯანაშიას შეტანილ სარჩელზე ლონდონის სასამართლომ გადაწყვეტილება 1 წლის დაგვიანებით გამოიტანა. გამოტანილი გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ერთ რამეს: ამა წლის 20-23 ივლისს სასამართლო მოუსმენს მხარეების არგუმენტებს მხოლოდ და მხოლოდ იურისდიქციასთან დაკავშირებით, ხოლო სარჩელის დაშვებადობის საკითხი საბოლოოდ შემოდგომაზე გადაწყდება.

საქართველოს სასამართლოებში პირველი პროცესები გაიმართა, სადაც ჯანაშიას თავისივე განცხადებით გამარჯვების მინიმალური შანსებიც არ აქვს.

„ნათია ჯანაშიას მხრიდან კამპანიის ხასიათის ცვლილება, დარტყმები და ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურებზე, სასამართლო სისტემაზე და მათ ხელმძღვანელებზე, ტონისა და საქციელის აგრესიულობა, აქამდე უპრეცედენტო ნაბიჯი – ბიზნეს–დავაში  შვილების ჩართვა და მათი სხვა ქვეყნის მოქალაქეობით აფიშირება და სპეკულირება, რელიგიური მოტივების შემოტანა, წინასწარ გააზრებული კრახისგან თავის არიდებისა და თავდაცვის ბუნებრივი და ჩვენთვის გასაგებიმექანიზმია.

საბედნიეროდ, შვილების ფარად გამოყენების ტაქტიკაზე ნათია ჯანაშიამ უარი თქვა და ჩვენ არაერთხელ მოვიწონეთ ეს საქციელი.

ჩვენთვის ასევე გასაგებია, რომ ქალბატონი ნათია ჯანაშია ტაქტიკის ცვლილებით ეძებს გამოსავალს, რათა თავიდან აირიდოს ის მძიმე რეპუტაციული თუ ფინანსური დარტყმები, რომელიც უცილობლად მოყვება ცილისმწამებლურ და ძალადობრივ ქმედებებსა და კამპანიას. მონიტორინგი აჩვენებს, რომ მანიპულაციებს შედეგი არ აქვს. შედეგი არ აქვს, რადგან მტკიცებულებები და არგუმენტები ნათია ჯანაშიას არ აქვს და დამარცხებას, ფაქტობრივად, ვერ აცდება,“ – დასძენენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved