• რეკლამა
  • კონტაქტი
03:18, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნანა გეგეჭკორის მიმართვა ციხის ექიმებს – “არ მინდა დავიჯერო რომ ეს რისკები არ გესმით”

ალია ავტორი - ალია
21:12 05-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,822
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
“რადგან ხმა არ მიმიწვდება ციხის ექიმებთან, აქ დავწერ, იქნებ ასე გაიგონ…
ყოფილი პრეზიდენტის საკნიდან გამოსული ყველა რესპოდენტი ერთხმად იმეორებს, რომ მას არ შეუძლია გადაადგილება.
ხანგძლივი იმობილიზაცია, ნებისმიერ, თუნდაც ჯანმრთელ ადამიანში, არის მაღალი პროთრომბოტული რისკების შემცველი მდგომარეობა. ასეთ დროს ადვილად ფორმირდება თრომბი ქვემო კიდურების ღრმა ვენებში, მინიმალური მოძრაობის დროს, ამგვარი თრომბოტული მასა შეიძლება მოწყდეს და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია გამოიწვიოს. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია მაღალი ლეტალობის მქონე სისხლძარღვოვანი კატასტროფაა. ციხის პირობებში კი არა, გარეთ მყოფებშიც არ ვიცი რამდენადაა შესაძლებელი დროული და ადექვატური სამედიცინო დახმარების მიღება ასეთი კატასტროფის დროს.
ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მნიშვნელოვანი ანემია აღენიშნება, რაც პროთრომბოტული მდგომარეობების პროფილაქტიკასაც და სისხლძარღვოვანი კატასტროფების მკურნალობასაც ურთულესს ხდის.
არ მინდა დავიჯერო რომ ეს რისკები არ გესმით. სამედიცინო სკოლის მეოთხე კურსელ სტუდენტს უკვე მოეთხოვება ამ რისკების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
სხვა რისკებიც არსებობს ლოგინს მიჯაჭვული პატიმრისთვის უეცარი კატასროფების განვითარების.
ექიმები და ექთნები მაინც ნუ მიიღებთ ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობას. თქვენი პროფესიული ვალდებულება სიცოცხლის გადარჩენაა. ხელფასს ადამიანებისთვის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებაში გიხდიან.”
თეგები: მიხეილ სააკაშვილინანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved