• რეკლამა
  • კონტაქტი
08:07, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნამდვილი ფრანგი გავიცანი – პირველად ვხედავ ადამიანში ამდენ კარგ თვისებას ერთად თავმოყრილს” – დინა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
14:43 08-15-2024
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,034

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ჟურნალისტი, დინა მირცხულავა:

#დამიენ
საფრანგეთში ცხოვრების მერამდენიღაცა წელს ნამდვილი ფრანგი გავიცანი.
ზუსტად ისეთი, სოფლის ბიბლიოთეკიდან ამოზიდულ წიგნებში რომ ვკითხულობდი ჩემს ბავშვობაში.
დახვეწილი, ინტელიგენტი, შრომისმოყვარე და მომთმენი.
პირველად ვხედავ – ადამიანში ამდენ კარგ თვისებას ერთად თავმოყრილს.
დილით სამზარეულოში შემოყო თავი და ტიფანის უთხრა დაბალი ხმით.
– ტიფანი, თუ არის შესაძლებელი, ყავას ვისურვებდი, გეთაყვა !
“ვისურვებდი” და არა “მინდა ” ან ” გამიკეთე”.
(ზრდილობის უმაღლესი ფორმა).
– ახლავე, დამიენ – ტიფანიც მაშინვე ყავის აპარატს მივარდა.
დამიენი ერთ – ერთი სერვისის უფროსია და ჩემი სტაჟირების ხელმძღვანელი.
ქერა თმებით, აპრეხილი ცხვირით და ცისფერი თვალებით სულ სითბოს ასხივებს და დაატარებს ყველგან.
პირველი გაოცებით მაშინ გავოცდი, როცა თავისი იაფფასიანი ველოსიპედი, ჩემი ველოსიპედის გვერდით მიაბა.
მეორედ, როცა დამაგვიანდა და ვუთხარი, თუ გნებავთ ჩაინიშნეთ – მეთქი.
და ეს ისეთ დიდ შეურაცხყოფად მიიღო – შემარცხვინა.
– როგორ შემიძლია, ორი შვილის დედას, რომელიც ასოც კილომეტრს გადის აქ მოსასვლელად – წუთები და წამები ვუკონტროლო ?!
ყავის ჭიქა მოწიწებით გამოართვა ტიფანის და თავისი კაბინეტისკენ გაეშურა.
დამიენს არ ჰყავს მდივანი, არ ჰყავს მძღოლი.
არ ჰყავს ასისტენტი.
მთელი დღე მარტო მუშაობს და მთელი დღე სხვების საქმეების მოგვარებითაა დაკავებული.
– კორალი, შენს საქმეზე დავრეკე, არ იფიქრო, დამავიწყდა.
– ლორა, ორ დღეში მეცოდინება ჩემი შესაძლებლობები, რაც მთხოვე, იმის შესახებ.
კაბინეტის კარი მუდმივად ღია აქვს დამიენს და პაციენტებს, როცა უნდათ, მაშინ შედიან მასთან და ათას “სისულელეზე” ელაპარაკებიან.
შეუძლია, საათობით უსმინოს და ხანდახან უბრალოდ შარფი შეისწოროს ყელზე.
ჩემზეც უფიქრია.
გუშინ დილას შემოვიდა და მეუბნება :
– დინა, შენი ველოსიპედის სკამი ძალიან დაბალზეა და ფეხებს გატკენს.
( ამისთვის როდისღა მოიცალა?!)
ვუყურებ ამ ბიჭს, ჩემზე ალბათ სამი – ოთხი წლით დიდს და ვფიქრობ – ნამდვილი ფრანგი ალბათ ასეთია.
ყელზე შარფით და შარფის ფერი თასმებით ბოტასებზე.
ასეთი ზრდილობიანი.
ყველას ტკივილის გულთან მიმტანი, მომსმენი და მომთმენი.
ალბათ მოხუცთა თავშესაფარში მოხუცებს სწორედ ასეთი ნამდვილი ფრანგების სიმცირე ატირებდათ ხოლმე …..

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved