• რეკლამა
  • კონტაქტი
09:00, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნახევარ ლიტრიან შუშის ბოთლ ლიმონათზე ფასის მატება 14-15 თეთრით მოგვიწევს…” – რას უყვებიან “ალიას”

ალია ავტორი - ალია
22:06 01-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

ანი დვალიშვილი, ალია

ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს აქვს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, ეს მაჩვენებელი ორნიშნაა და 10.7%-ს უტოლდება, ანუ ჩვენი ეკონომიკა ფურცელზე წინ მიდის. ჰო, სწორედ რომ ფურცელზე, რადგან რეალურად, ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობა ვერანაირად ვერ გრძნობს და რაც მთავარია, ფასების მატება პრაქტიკულად, ყოველკვირეულ რეჟიმში გრძელდება. დაზუსტებული ინფორმაციით, შეგვიძლია გითხრათ, რომ 1-ლი თებერვლიდან ფასი ისევ მოიმატებს მინერალურ და გაზიან სასმელებზე. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არ შეიცვლება, რადგან ახალი წლებისა და ასე თუ ისე, მაღალი გაყიდვების მიუხედავად, კომპანიები ფიზიკურად ვერ ახერხებენ პროდუქცია იმავე ფასში გაყიდონ. საუბარი არ არის ლაარის ინფლაციაზე, ეროვნული ვალუტა ლამის ერთი თვეა, უმნიშვნელოდ მყარდება და უფასურდება. საქმე ის გახლავთ, რომ კომერციული სექტორისთვის გაზრდილი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადი, უკვე გაყიდული ჯივიპი და შესაბამისად, კომერციული სექტორისთვის გაზრდილი ფასები, მათ მძიმე ტვირთად აწევთ.

„ნახევარ ლიტრიან შუშის ბოთლ ლიმონათზე ფასის მატება 14-15 თეთრით მოგვიწევს. ეს იცით, რას ნიშნავს? რესტორანი იძულებული გახდება, ფასი მინიმუმ 50 თეთრით გაზარდოს და ისედაც მცირე კლიენტი კიდევ უფრო შემცირდება. რესტორნების უდიდესი ნაწილი ზარალზე მუშაობს, მწვანე პასპორტების შემოღებამ, ეს სექტორი პრაქტიკულად, მოკლა და თუ აღნიშნული მდგომარეობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება, ამას ვერც ერთი, ვიმეორებ, ვერც ერთი რესტორანი ფიზიკურად ვერ გაუძლებს. სახელმწიფო არანაირ შეღავათზე არ ფიქრობს, იმიტომ, რომ ამის რესურსი ფიზიკურად არ გააჩნია და ასეთ პირობებში, სარესტორნო ბიზნესი უბრალოდ მოკვდება, აღარ იარსებებს და შემდეგ ყველას ნულიდან მოუწევს დაწყება, რამდენს ექნება ნულიდან დასაწყები რესურსი, ცალკე თემაა“, – გვითხრა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე (თუ ყველაზე არა) წარმატებული მინერალური წყლებისა და გამაგრილებელი სასმელების კომპანიის ხელმძღვანელმა.

რესტორნების მუშაობას რამდენიმე სფერო იყო მიბმული. ვერ მუშაობენ ის მცირე ფერმერები, რომლებიც კონკრეტულ რესტორნებს სახაჭაპურე ყველს და სულგუნს აწვდიდნენ, რომლებიც საქონლისა და ღორის ხორცით ამარაგებდნენ. თავად განსაჯეთ, რესტორნები, რომლებიც კვირაში 3 ათას ბოთლ ლიმონათზე მეტს ყიდდნენ, დღეის მდგომარეობით, 250-300 ბოთლამდე არიან ჩამოსული, ანუ გამოდის, რომ რესტორანი დღეში 40-45 ბოთლ ლიმონათზე მეტს ვერ ყიდის, რაც კატასტროფული შედეგია. იგივე ითქმის სხვა პროდუქტებზეც და ყველამ იცის, რომ რესტორნები ძირითადად ადგილობრივი პროდუქტიც გამსაღებლები იყვნენ, ახლა კი…

თეგები: ანი დვალიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved